ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა!
ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators

მეუფე ზენონი: “სასაფლაოდ იქცა ქვეყანა”

11.05.2021 ნახვები: 1207

მწუხარებისგან დასერილ გულს, შენი უგულობა კიდევ უფრო სერავს

რამდენჯერ გვითქვამს პირად საუბრებში, თუ საჯაროდ, რომ ქრონიკული სიძულვილის, უპატივცემულობის, უსამართლობის, უნდობლობის, გულგრილობის, დაუნდობლობის, გაუტანლობის ზეობათა ზეობაა საქართველოში.
მსხვერპლი, მსხვერპლი და მსხვერპლი...
ურთიერთ განადგურების აპოგეას რომ მიაღწიო რა წყარომ უნდა გასაზრდოვოს და გასულდგმულოს, თუ არა მენტალურმა და სულიერმა დეგრადაციამ, ავადმყოფობა, სიმახინჯემ.
სამი ათეული დამოუკიდებლობა მოპოვებულმა სახელმწიფომ ამდენი ტრაგიკული ეტიუდისა
და ავანსცენის ფონზე, ნუთუ აღარ უნდა აღირსოს საკუთარ თავს, საბედისწერო გამოცდილებათა გადაფასებით მაინც, ცივილიზებული გარემო, სადაც მისი მოქალაქეები შეძლებენ ჰუმანურ ატმოსფეროში თანაცხოვრებას. სასაფლაოდ იქცა ქვეყანა. ცხედრები, ცხედრები და
კვლავ ცხედრები.
დიდი თუ პატარა, ჩვილი თუ მოზარდი, მოხუცებული თუ ახალგაზრდა გარდაცვალებამდე სიკვდილს ებრძვის აქ!
ისედაც ხანმოკლე წუთისოფელი გაცილებით ხანმოკლე ხდება. სასოწარკვეთილებით მოწეული ჩემი ხალხის სულიერი და ფიზიკური კვდომის შემხედვარე
შენი შვილების უბედურების, შენთან არსებული განუკითხაობის, სიძულვილის, უსამართლობის გარემოებით, როგორ გკადრო ჩემო ქვეყანა: რომ კვარცხლბეკი დაუდგამს შენთან ბოროტებას.
იტყვი, რატომ ამბობსო...
არ იტყვი, რატომ არ ამბობსო...
აი, ასეთი უკუღმართია დღეს შენთან გონის მიერი აღქმა.
სიძულვილის ენით მოსაუბრეს და სიძულვილის მომქმედს,
ტაშს უკრავ, სხვის დამამცირებელს, სიმართლის მთქმელის მანტიით მოსავ. ტკივილით მოსაუბრეს, მწუხარებისგან დასერილ გულს, შენი უგულობა კიდევ უფრო სერავს.
აქ, ადამიანები ფიზიკურ გარდაცვალებამდე ადრე სულიერად კვდებიან.
რატომ აირჩიე ჩემო ქვეყანავ სიკვდილისა და თვითმკვლელობის გზა. საქართველოს მოქალაქენო:
თქვენ ხართ უმაღლესი ხელისუფალი ჩვენი ქვეყნის. თითქმის, აღარ მოიძებნება სფერო, სივრცე, სადაც დეჰუმანური გონის და გასასტიკებული გულის მბრძანებლობის უღელით მართული პერსონები მსხვერპლს არ სწირავდნენ თავის მდაბიო სულის და მიდრეკილებების უსიცოცხლო კერპს. ისინი ხმაურობენ და ჩრდილავენ კეთილსინდისიერებს.
სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას.
ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად.
ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის.
ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ ცათამბრჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ვეძიებ, რაში მდგომარეობს ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი.
დეჰუმანურობა, უსიყვარულობა- ვფიქრობ, ეს არის შენი ავადმყოფობის დიაგნოზი ჩემო ქვეყანა.
გაამრავლე სიყვარულის ელემენტები და ეს სიმრავლე დაგიცავს ხილული და უხილავი მტრისგან. გიყურებს მტერიც და მოყვარეც ჩემო ქვეყანა!

მეუფე ზენონი

dogma.ge

19.12.2019

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა