ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ
ზელენსკი: ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ომის შესაჩერებლად დონბასიდან უნდა გავიდეთ, თუმცა ასე საუბარი მიუღებელია
თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ
გოჩა მირცხულავა: ჩვენ დღეს ვისმენთ ეკლესიის საზარელ დუმილს - ვის დაუპირისპირდა მეუფე იობი - ხელისუფლებას თუ საპატიარქოს?!
გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ

ნახვები: 218 თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ
თბილისში, სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოება, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა თავად ბინას არ ტოვებდა. სააგენტოს ცნობით, ცოლ-ქმარს მისი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება 11 ნოემბერს ჰქონდა დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს ბრალდებულმა ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი მიიმალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა