დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
სანდრო ბარამიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას – ნადარაიამ პროცესუალური წესები დაარღვია
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
ბოლნისში, მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ
რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი
ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს

სანდრო ბარამიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას – ნადარაიამ პროცესუალური წესები დაარღვია

ნახვები: 227 სანდრო ბარამიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას – ნადარაიამ პროცესუალური წესები დაარღვია

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, რადგან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას მისმა ქმედებებმა სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გააჩინა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბარამიძე სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებებში სამ ძირითად დარღვევას ხედავს.

მისი განცხადებით, ნადარაიამ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რომლის დროსაც უნდა შეფასებულიყო, რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული სარჩელზე დართული პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რამდენად შეესაბამებოდა მისი შინაარსი განსახილველ დავას.

მეორე პრობლემად იურისტი მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობის შეზღუდვას ასახელებს, რაც, მისი შეფასებით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, ასევე კანონით დადგენილ პროცესუალურ წესებს ეწინააღმდეგება.

მესამე გარემოება, ბარამიძის თქმით, თავმჯდომარის არაეთიკური ქცევა და შეუფერებელი გამონათქვამებია.

„თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას იყენებდა მოსამართლისთვის შეუფერებელ და არაპროფესიულ გამონათქვამებს, მათ შორის: „თქვენ ცრუობთ“, „უზრდელი ხართ“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულების ფონზე, მან ჯერ მოახდინა ნიკა გვარამიას პროვოცირება საპასუხო არანორმატიულ გამონათქვამებზე და საბოლოოდ, იგი სხდომიდან გააძევა, ისევ არასაპროცესო და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებით: „გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი“, – წერს ბარამიძე.

იურისტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირების შესაძლებლობას მის უხუცეს მოადგილეს ანიჭებს, რომელიც ამჟამად სერგო მეთოფიშვილია.

ბარამიძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას პარტიამ მეთოფიშვილს ოფიციალურად უნდა მიმართოს და ნადარაიას ქმედებების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის დაწყება მოითხოვოს.

„არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ მეთოფიშვილი საკითხს მსვლელობას არც კი მისცემს ან თუ მისცემს, საკითხი არ დასრულდება ბატონი ნადარაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით“, – აღნიშნავს იურისტი.

მისივე განმარტებით, მიუხედავად შესაძლო უარყოფითი შედეგისა, მნიშვნელოვანია, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი მექანიზმი.

ბარამიძის შეფასებით, ასეთი მიმართვა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება ან რეაგირების არარსებობა შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი საჩივრის მომზადებისას, მათ შორის იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად შესაბამისი სამართლებრივი საშუალებები იქნა გამოყენებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა