ბოლნისში, მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის ბავშვის სამარხი აღმოაჩინეს – მსგავსი აღმოჩენა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
Financial Times: აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს – კრემლი ტერიტორიების დათმობას ითხოვს
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ბრალდებები ჩამოიშალა – აღიარეს, რომ ენმ-სა და სააკაშვილს ომის დაწყებაში არ ადანაშაულებენ
რუსეთში „როსნეფტის“ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს – გაჩნდა ხანძარი
ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის დროს მამაკაცი წაიქცა და გარდაიცვალა
24–26 ნოემბერს საქართველოში ძლიერი ნალექი, ქარბუქი და შტორმია მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
კობახიძე: ივანიშვილი გუნდში პირველი პირია, მე – მეორე, ამიტომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ჩვენ შორის არსებობს

ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს

ნახვები: 218 ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებაზე: რა ვარ მისთვის, ჩემოდანი? შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეთავაზებას, ერთად მოსკოვში ჩასულიყვნენ, არასერიოზული უწოდა და საპასუხოდ პუტინთან ერთად კიევში ჩასვლა შესთავაზა. ამის შესახებ მან განაცხადა.

„შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს. ჩვენც უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, ეს ხომ მოლაპარაკებებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის პირობებში არც მოსკოვში და არც კიევში მოლაპარაკებების გამართვა რეალისტური არ არის.

„რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო მსგავს არასერიოზულ რაღაცებს? ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ და არ შეგვიძლია არც მოსკოვში და არც კიევში შეხვედრა. ეს ყველას მშვენივრად გვესმის. ეს არასერიოზული საუბარია. მთავაზობს, რომ წამიყვანს. უბრალოდ თვითმფრინავში ამიყვანს და გავფრინდებით. რა ვარ მისთვის, ჩემოდანი თუ რაღაც სხვა?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად იყო, ზელენსკის უსაფრთხოების გარანტი გამხდარიყო და მასთან ერთად მოსკოვში გაფრენილიყო.

„მე და ვოლოდია ზელენსკის შეგვეძლო თვითმფრინავში ჩავმსხდარიყავით და მოსკოვში გავფრენილიყავით. ორივეს ერთად. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, შემეძლო მასთან ერთად მოსკოვში გავფრენილიყავი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა