გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს

ნახვები: 223 გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს

 

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვამ კიდევ ერთხელ გამოავლინა „ქართული ოცნების“ სარჩელის წინააღმდეგობები. მისი შეფასებით, ხელისუფლების რეალური მიზანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვაა.

ამის შესახებ სიორიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოსამართლეებს საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. მათ გასაოცარი პასუხები გასცეს, რამაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ამ პოლიტიკური ძალის რეალური სახე, სარჩელის აბსურდულობა და პროცესის ნამდვილი მიზანი“, – განაცხადა სიორიძემ.

მისი თქმით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ არის. ეს მათი ამომრჩევლების უფლებებსაც ზღუდავს.

„თანამედროვე ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, როდესაც ავტორიტარული მმართველი ძალა ოპოზიციის გაქრობას ცდილობს. ეს არის ძალადობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებაზე. მათივე ოფიციალური მონაცემებით, საუბარია ამომრჩეველთა დაახლოებით 40%-ზე, მილიონ მოქალაქეზე. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფორმალურად ექნებათ, მაგრამ იქ ვერ ნახავენ მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას“, – აღნიშნა მან.

სიორიძის შეფასებით, პარტიების აკრძალვის მოთხოვნა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ კონტროლს დაქვემდებარების პროცესის გაგრძელებაა.

„დღეს კიდევ ბევრი წინააღმდეგობა და აბსურდი მოვისმინეთ. „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე ჩამოიხსნა ნიღაბი. წლების განმავლობაში ისინი სახელმწიფო აპარატს პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებდნენ. იღებდნენ რეგულაციებს, რომლებიც დიქტატურის ფორმალურად კანონიერი გზით დამყარების შესაძლებლობას მისცემდათ. ახლა ამ პროცესის დასრულება პარტიების აკრძალვით, ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაქრობითა და დიქტატურის გაფორმებით სურთ“, – განაცხადა სიორიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას კიდევ ერთი მიზანი აქვს – საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციურ ვალდებულებად ქცევა.

„მათი მეორე მიზანია ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური და, რაც ყველაზე საგანგაშოა, პრორუსული საგარეო პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად და წესად ქცევა“, – აღნიშნა მან.

სიორიძე სასამართლო სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რუსეთის პასუხისმგებლობა ქართულ სახელმწიფოზე გადაიტანოს.

„ისინი 2008 წლის ომზეც საუბრობდნენ, თითქოს ქართველი სამხედროების ღირსებას იცავდნენ. ამას ამბობს პოლიტიკური ძალა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი, ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდა, რატომ არ არის სახლში ანწუხელიძე და რატომ დაიღუპა ანწუხელიძეო“, – განაცხადა სიორიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩინოს.

„რეალურად, ისინი ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის ქართულ სახელმწიფოზე გადატანას ცდილობენ. ამასთან, სურთ, ნებისმიერი განსხვავებული აზრი, რომელიც „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას გააკრიტიკებს, საბოტაჟად გამოაცხადონ“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელს განიხილავს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა