აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world
Ukraine to receive USD 400M worth of weapons soon, Pentagon confirms – Sienik
German government explains conditions under which Merz willing to speak with Putin

აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას

ნახვები: 221 აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას

 

აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე გადასვლას და ყოვლისმომცველი, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას ისახავენ მიზნად. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აბუ-დაბიში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების წინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

შეხვედრაში ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

განცხადების თანახმად, მხარეებმა განიხილეს ომის დასრულებისა და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი პირობები, მათ შორის უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების უზრუნველყოფა.

„მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერმა მომავალმა შეთანხმებამ პატივი უნდა სცეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპებს, ასევე, უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების სისტემაც იყო. მონაწილეებმა განიხილეს არსებული ინსტიტუტებისა და შეთანხმებების საფუძველზე ახალი მექანიზმების შექმნა, რომლებიც კონფლიქტის განახლების რისკებს შეამცირებს და შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

„მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ერთგულება ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების მყარი არქიტექტურისა და შეთანხმებების მიმართ. ასევე, მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ძლიერი ნატო ევროატლანტიკური კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ ნაწილად დარჩება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები სამშვიდობო პროცესის განმავლობაში მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებენ, რათა მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისკენ წარიმართოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა