Zelensky expresses condolences to Türkiye following tragedy at steel plant
ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების ძლიერ სურვილს ავლენენ – ორივე მხარე ბრძოლით დაიღალა
მარკო რუბიო: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთიც უნდა ეთანხმებოდეს, რათა მათ იმუშაოს
ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დაფინანსებაში სამართლიანი წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს და ფინანსური გადაწყვეტილებების დაბლოკვაზე მიანიშნებს
ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
რომან გოცირიძე: რატომ გადააქვს ეროვნულ ბანკს რეზერვების 15% ჩინურ იუანში და ხომ არ იზღვევს ამით ივანიშვილი საკუთარ თავს?
ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების ძლიერ სურვილს ავლენენ – ორივე მხარე ბრძოლით დაიღალა

ნახვები: 222 ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების ძლიერ სურვილს ავლენენ – ორივე მხარე ბრძოლით დაიღალა

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების ძლიერ სურვილს ავლენენ, რადგან ორივე მხარე ხანგრძლივი ბრძოლით დაიღალა. როგორც ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაშინგტონი აქტიურად მონაწილეობს აბუ-დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„ჩვენ ამ საკითხზე ძალიან კარგ დისკუსიას ვაწარმოებთ აბუ-დაბიში. ასევე ვხედავთ ძალიან ძლიერ მისწრაფებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ რუსეთი და უკრაინა პირად საუბრებში ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხზე გარკვეულ მოქნილობას იჩენდნენ.

ამავე მაღალჩინოსნის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება. განიხილება კიევისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი კოლექტიური თავდაცვის გარანტიის შესაძლო მინიჭებაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა