ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world
Ukraine to receive USD 400M worth of weapons soon, Pentagon confirms – Sienik
German government explains conditions under which Merz willing to speak with Putin
DIU examines new Russian Geran-5 K5-K drone: Nearly 100 foreign components, most of them American

პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

ნახვები: 211 პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
 

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაული 2000-2001 წლებშია ჩადენილი, როდესაც დაზარალებული 8-9 წლის იყო.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც იმ პერიოდში სკოლაში სპორტულ წრეს ხელმძღვანელობდა, არასრულწლოვან მოსწავლესთან არაერთხელ დაამყარა სექსუალური ხასიათის კონტაქტი.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით – სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმ პირის მიმართ, რომელსაც თოთხმეტი წელი არ შესრულებია – წარედგინა, რაც სასჯელის სახით ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა