„ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, მაშველებმა მე-17 სართულზე მყოფი ადამიანები შენობიდან ეტაპობრივად, კიბის გამოყენებით გამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე წარმოიშვა და ზედა სართულებზეც გავრცელდა.
ბიზნესცენტრში ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისია განთავსებული. დაკვამლიანება დაფიქსირდა ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.