4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

ნახვები: 245 მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვა. შეთანხმება მასთან ერთად კიდევ სამ მსჯავრდებულს – ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივეს სასჯელი 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთით განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალურ სასჯელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითად ჩაეთვალათ.

ზოდელავასთან ერთად დღეს საპატიმროს ლაშა ბერიძეც დატოვებს. ირაკლი ჩხვირკვიას გათავისუფლება 6 ნოემბერს, გური ჟვანიასი კი 16 ნოემბერს იგეგმება.

პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ თანამებრძოლების მიმართ პასუხისმგებლობას კვლავ გრძნობს და სწორედ ამიტომ მოუწოდებდა მათ საპროცესო შეთანხმებით სარგებლობისკენ.

„თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ“, – განაცხადა ზოდელავამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით, 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზების საქმეზე მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით, ხოლო ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ზოდელავასა და ბერიძეს ბრალად ედებოდათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. ზოდელავას დამატებით ბრალი წარდგენილი ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლითაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა