მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება

ნახვები: 176 მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება

„საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა“, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აისახება, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.

ქვეყანასთან როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ მის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს“, — განაცხადა მარტა კოსმა „ტაბულას“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

ევროკომისიამ ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტების პაკეტი უკვე მიიღო. ევროკომისიის ინფორმაციით, დოკუმენტები ითვალისწინებს გაფართოებისწინა პოლიტიკის გადახედვას, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებსა და იმ ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირს მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის — ალბანეთისთვის, მოლდოვისთვის, მონტენეგროსა და უკრაინისთვის — წარადგენს.

საქართველო ამ ოთხ ქვეყანას შორის არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა