EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran

ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა

ნახვები: 246 ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა გუშინ საღამოსა და ღამის განმავლობაში უკრაინის ათ რეგიონზე მიიტანეს იერიში. მისი თქმით, მოსკოვი ესკალაციის გზიდან უკან არ იხევს და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა.

ზელენსკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ზაპორიჟიეზე მიზანმიმართული თავდასხმა განახორციელეს. დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლები, უნივერსიტეტის შენობა და სავაჭრო ცენტრი. არსებული მონაცემებით, დაშავდა ხუთი ადამიანი. ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაში დრონით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

„რუსეთი ესკალაციის გზიდან უკან არ იხევს და მრავალ სიგნალს იძლევა იმის თაობაზე, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ამ ომმა უკვე შეარყია მსოფლიო სტაბილურობა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ზელენსკის განცხადებით, ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება და, ამავდროულად, დიპლომატიური ძალისხმევის შენარჩუნება.

„უნდა განვაგრძოთ აგრესორზე ზეწოლა, რათა ეს ომი დავასრულოთ. თითოეული საპასუხო ქმედება და შორ მანძილზე მოქმედი „სანქცია“ იმ ზეწოლის ნაწილია, რომელიც რეალურად მუშაობს და რომელსაც მსოფლიო გრძნობს. თუმცა, პარალელურად დიპლომატიაც უნდა მუშაობდეს“, - აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით მშვიდობის მიღწევა. მისი განცხადებით, სწორედ ამ ამოცანაზე უნდა იმუშაონ მსოფლიო ლიდერებმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა