Amnesty International: ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის
როსტოვის ოლქში დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა — დაზიანდა Ozon-ისა და DNS-ის საწყობები, დაშავდა 7 ადამიანი
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — შსს: მან ბუავა მძიმე მდგომარეობაში მარტო დატოვა
ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა — ტახტი ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგი გამოაქვეყნა და საკუთარ თავს ისტორიაში „უდიდესი“ პრეზიდენტი უწოდა
როგორ გამოიყენოს საქართველომ ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში - ექსპერტების მოსაზრებები
შსს: თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება
ირაკლი ღარიბაშვილი: „მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში — ჩემი ერთადერთი ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა“

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — შსს: მან ბუავა მძიმე მდგომარეობაში მარტო დატოვა

ნახვები: 177 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — შსს: მან ბუავა მძიმე მდგომარეობაში მარტო დატოვა

 

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ და თბილისში, დიდ დიღომში, ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს. ამის შემდეგ ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ მან კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა ბინაში მარტო დატოვა.

„ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე — თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე — განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეზე კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა