თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“

ნახვები: 422 ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ხაბეიშვილის განცხადებით, სანაიას დაკავება ყველა იმ მოქალაქეს ეხება, ვინც ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის გამოხატვას ცდილობს.

„ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ. როდემდე ვაპირებთ ამის მოთმენას?“ – წერს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად მზარდ ზეწოლას აწყდება და დუმილი არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

„ანწუხელიძის, რომელაშვილების ქვეყანაში, როდემდე ვაპირებთ ასე ცხვრებივით ყოფნას?! გაიღვიძეთ, თორემ სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ! დუმილით და უმოქმედობით ყველა თანამონაწილე ხართ ამ რეალობის. დუმილი დანაშაულია!“ – აცხადებს იგი.

ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს მხოლოდ კომენტარებით შემოფარგვლას და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში აქტიური მოქმედებაა საჭირო.

„ახლა ტელევიზიებს ააჭრელებენ „კასტუმიანი“ პოლიტკომენტატორები და ნასწავლი სახეებით დაგვარიგებენ ჭკუას. ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა. სოლიდარობა აფხაზეთიდან დევნილ უნიჭიერეს და თავისუფალ კაცს – ვახო სანაიას!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა