აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა და ყველაზე მაღალ კატეგორიაში — „უდიდესებში“ — მხოლოდ საკუთარი თავი შეიყვანა.
ტრამპმა პრეზიდენტები ექვს კატეგორიად დაყო: „უდიდესები“, „დიდები“, „თითქმის დიდები“, „საშუალოები“, „საშუალოზე დაბლები“ და „წარუმატებლები“.
„დიდ პრეზიდენტებად“ ტრამპი აბრაამ ლინკოლნს, ჯორჯ ვაშინგტონს, ფრანკლინ რუზველტს, ვუდრო უილსონს, თომას ჯეფერსონსა და ენდრიუ ჯექსონს მიიჩნევს.
„თითქმის დიდების“ კატეგორიაში მან თეოდორ რუზველტი, გროვერ კლივლენდი, ჯონ ადამსი და ჯეიმს პოლკი შეიყვანა.
„საშუალო“ პრეზიდენტების სიაში მოხვდნენ ბილ კლინტონი, ჯონ კუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რუტერფორდ ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბიურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი, ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი.
ტრამპმა ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი „საშუალოზე დაბალ“ პრეზიდენტებად შეაფასა.
ყველაზე დაბალ — „წარუმატებლების“ — კატეგორიაში კი ტრამპმა თავისი უშუალო წინამორბედი ჯო ბაიდენი, ასევე ბარაკ ობამა, ულისეს გრანტი, უორენ ჰარდინგი და ჯიმი კარტერი მოათავსა.
რეიტინგის მიხედვით, ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც თავადვე „უდიდესის“ სტატუსი მიანიჭა.