გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს
საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ

ნახვები: 763 მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ

მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ხაზარაძე წერს, რადგან მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი არ თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის „მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციას“.

„დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.

იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ, მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი.

თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას - რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით.

მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას“, - წერს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა