პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური მორჩილებით ვაჭრობს - ირაკლი კუპრაძე

02.14.2022 | 17:59

ხელისუფლება მიმდინარე ეტაპზე არ აპირებს საპარლამენტი არჩევნების ბარიერის დაწევას, უფრო სწორად თემაზე მსჯელობასაც კი. ეს დამოკიდებულება ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ნეგატიურ შეფასებებს იწვევს.

ფაქტობრივი მოცემულობაა, საარჩევნო ბარიერის მაღალ მაჩვენებელზე აყვანა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ დიდმა პარტიებმა, უპირველეყოვლისაქართულმა ოცნებამ“, რომელიც სახელისუფლებო პარტიააეს ყველაფერი ეყრდნობა ისევ და ისევ შიშს“,- ამის შესახებნეიშენ ჯორჯიასთანინტერვიუშილელო საქართლოსთვისწევრმა ირაკლი კუპრაძემ  განაცხადა.

ირაკლი მოგესალმებით,  „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერი დაწესდება გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში. ირაკლი ზარქუას განცხადებით კი მმართველი პარტია როცა და როგორც ჩათვლს საჭიროდ, ისე მოიქცევა, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს და საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს. რა კონტექსტს ხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების ამ განცხადებებში?

 „ქართული ოცნებაპოლიტიკური მორჩილებით ვაჭრობს. პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან იმ პარტიებისგან, რომელთათვისაც გადამწყვეტია რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ისინი ამ ბერკეტს იტოვებენ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ შეასუსტონ სახელისუფლებო კრიტიკა, რაც რეალურად პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმია მათი მხრიდან.

რა საჭიროა 2024 წლამდე პროცესის გაჭიანურება?

ირაკლი კობახიძე დაქართული ოცნებაწინასაარჩევნოდ შეაფასებენ საკუთარი პარტიის მდგომარეობას, უკვე შემდეგ აწონიან როგორ გაუჭირდებათ არჩევნებზე და თუ ნახავენ, რომ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან, ეცდებიან საკმაოდ მაღალი ბარიერის დაწესებას.

ყველაფერს აქვს თავისი მიზანი. გასაგებია, რომ ესოცნებასგარანტირებული გამარჯვებისთვის სჭირდება, თუმცა იქნებ ავუხსნათ მკითხველს, კონკრეტულად როგორ აპირებს ამას მმართველი პარტია...

მაღალი ბარიერი სახელისუფლებო პარტიას გარანტიას მისცემს, რომ ალტერნატიული პარტიები რთულად გადალახავენ ბარიერს და დამატებით, გადაულახავი ხმათა რაოდენობა გადანაწილდება სხვადასხვა დიდი პარტიებზე. აქ იქნება ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - ეს ყველაფერი პოლარიზების დასრულებას არ შეუწყობს ხელს და უამრავი ჩვენი მოქალაქის ხმა დაიკარგება. საუბარია ნახევარ მილიონამდე ხმების დაკარგვაზე. ეს ხმები უბრალოდ გაიფლანგება.

ანუ?

მაგალითისთვის, რომ ვთქვათ, „ლელოვერ გადალახავდა წინა არჩევნებზე 5% ბარიერს. შესაბამისად დაახლოებით 70 000 მოქალაქის ხმა დაიკარგებოდა და გადანაწილდებოდა სხვა პარტიებზე, რაც მე პოლიტიკურ დანაშაულად მიმაჩნია.

ანუქართული ოცნებასპერსპექტივაში ეშინია და ამიტომ ემხრობა მაღალ ბარიერს

ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რომ ბარიერის მაღალ მაჩვენებელზე აყვანა მხოლოდ და მხოლოდ დიდი პარტიების მიერ ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნებას ემსახურება. პირველყოვლისა ვსაუბრობქართულმა ოცნებაზე“, რომელიც სახელისუფლებო პარტიააეს ყველაფერი  უკავშირდება დიახაც, შიშს.

რისი ეშინიაქართულ ოცნებასმით უფრო ამ პოლიტიკურ ვითარებაში?

ისინი ნათლად გრძნობენ, რომ უკვე არსებული მოდელით ფონს ვეღარ გავლენ და არჩევნებს მთელ ქვეყანაში ვეღარ მოიგებენ.

და როგორ ფიქრობ, ენმ- ან თუნდაც გიორგი გახარიას პარტიას, უნდათ დაბალი ბარიერი? რეალურად, ეს არც მათ ინტერესებში შედის. ბარიერთან დაკავშირებით მაინც არის ცნობილი, თუნდაც წინა არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველი და მეორე ოპოზიციური პარტიების პოზიცია ცნობილი?

მათი პოზიცია ცნობილია, ისინი სწორად იაზრებენ მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობას და მრავალფეროვნების და მათ შორის ყველა მოქალაქის არჩევანის ასახვის აუცილებლობას პარლამენტში. შესაბამისად, მათი პოზიცია რაც აქამდე გაცხადებული იყო - ლიდერების თუ რიგი სპიკერების მხრიდან ენმ-სა თუ გიორგი გახარიას პარტიიდან, ცალსახაა - ისინი მიემხრობიან დაბალ ბარიერს. სავარაუდოდ ეს იქნება 2-3 პროცენტიანი ბარიერი.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, საზოგადოებაში ისმის კითხვა  - „სად არის ოპოზიცია?“

ოპოზიცია არის საქართველო პარლამენტში, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მიმდინარეობს მუდმივი წინააღმდეგობის და ბრძოლის პროცესი, მათ შორის კანონშემოქმედებითი პროცესი.

მაგალითისთვის?

ლელოსინიცირებული აქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, ეს არის გარემოვაჭრეების უფლების დაცვის კანონპროექტი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის პროექტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. საერთაშორისო მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ოპოზიცია, იქ სადაც წარმოდგენილია პოლიტიკური ძალაუფლებით, ძალიან წარმატებულად მუშაობს.

ირაკლი, როცა დავსვი კითხვა სად არის ოპოზიცია მოვისმინე პასუხი - პარლამენტშია და მუშაობსოთუმცა განვმარტავ ჩემი კითხვის კონტექსტს - „ნეიშენ ჯორჯიასთვისმიცემულ ინტერვიუში პარლამენტის წევრმაქართული ოცნებიდანგურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომოპოზიციას მოუწია, ორჯერ გახდნენ პუფები - ერთხელ შემოვიდნენ და ახლა მეორედ შემოდიან“. ამ დროს მესმის, რომ ოპოზიცია მუშაობს. ოპოზიცია მუშაობს  შესვლა - გამოსვლა-შესვლაზე? ამ არათანმიმდევრულობით ხომ არ კარგავს ოპოზიცია  საზოგადოების ნდობას?

იყო ერთი გამოსვლა და ერთი შესვლა. თავიდან საქართველოს პარლამენტი არ იყო შეკრებილი... იყო პოლიტიკური ბოიკოტი.

უფრო ვრცელ პასუხს ველოდი. კარგი იყოს ასე და გამოიღო ამ პოლიტიკურმა ბოიკოტმა შედეგი?

ამ ბოიკოტმა გამოიღო საკუთარი შედეგი.

რა შედეგი?

შედეგი იყო ევროპის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლის დაინტერესება, საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებით და შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოეტანა, მაგრამქართული ოცნებაამ ნაწილშიც გადამგდები აღმოჩნდა.

ექსპერტების შეფასებით, მკვდრადშობილი დოკუმენტი, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია არ აწერდა ხელს. „ოცნებამ“, მისი ამ დოკუმენტიდან გასვლა, სწორედ ენმ- პოზიციას დაუკავშირა.

მათ შორის ეს იყო ენმ-ის ბრალეულობაც, იმიტომ რომ მათ დააგვიანეს სწრაფი და სწორი რეაგირება ჩვენი პარტნიორების შეთავაზებაზე, რომელიცქართულ ოცნებაზემეტად იყო ჩვენი პარტნიორების დამსახურებასაპარლამენტო საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის შემდეგ გაგრძელდა. პოლიტიკური ბოიკოტი არის მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რომ ზეწოლა მოახდინო ხელისუფლებაზე, გააჩინო დამატებითი დაინტერესება კონკრეტული საკითხებზე და ეს ოპოზიციამ მოახერხა.

ისევ ექსპერტებს დავესესხები - ოპოზიციამ მაინც ვერ შეძლო ამ პროცესით სახელმწიფოსთვის სასურველი შედეგის მიღება. დღევანდელი გადასახედიდან ლეიბორისტებმა თქვას, რომ ბოიკოტის შედეგია ის, რომ ნათელაშვილმა ახლა გაარკვია, ხალხმა რადგან ხმა მისცა პარლამენტში უნდა იყოს? მოდი შევცვალოთ თემაბათუმში რა ხდება? კერძოდ საკრებულოში...

თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია არ გაურიგდაქართულ ოცნებას“,  შეთანხმება ბათუმის საკრებულოში ამ ეტაპზე გამორიცხულია. ხელისუფლებასა და 3 ოპოზიციურ პარტიას შორის ხმათა გადანაწილება არის 17-17-ზე იმისათვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იქნას არჩეული და საკრებულო იყოს ლეგიტიმური შეკრებისთანავე საჭიროა 19 დეპუტატის მონაწილეობა, რაც ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება. ბოლო სხდომას, რომელიც ოპოზიციამ მოიწვიაქართული ოცნებისარცერთი წარმომადგენელი არ დაესწრო.

გამოსავალი რა არის?

გამოსავალი აქედან არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. გარდაცვლილი დეპუტატის სამაჟორიტარო ოლქში, არჩევნების შედეგი იქნება გადამწყვეტი.

ანუ ელოდებით 2 აპრილს არჩევნების შედეგებს?

იქ მიღებული შედეგებით ოპოზიცია დაქართული ოცნება“,  მოსახლეობასთან ერთად გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს ამ შანტაჟისა და მოსყიდვების შემდეგ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა.

მოკლედ, ბათუმში კრიზისი გრძელდება...

დიახ, ამ ეტაპზე ბათუმში არის უდიდესი პოლიტიკური კრიზისი, ვერ ხდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, მათ შორის ბიუჯეტის ცვლილებები. შესაბამისად ბათუმის საკრებულო არის ქმედუუნარო და ასე დარჩება მიახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე