თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

საქართველოს ეროვნული ბანკი - ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება

ნახვები: 825 საქართველოს ეროვნული ბანკი - ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეებთან შედარებით, ისევ დაიკლო და 0.6% შეადგინა. მათივე ცნობით, აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3%-ით გაიზარდა.

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს.

გასულ თვეებთან შედარებით მთლიანი ინფლაციის კლებას დამატებით ხელი შეუწყო იმპორტული ინფლაციის შემცირებამ. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.8% შეადგინა.

„სექტემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაზე ყველაზე მეტად სეზონურმა ფაქტორებმა იმოქმედა. იმერული ყველის გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით გაზარდა, ხოლო ვაშლის, ყურძნის, კიტრის და პომიდორის გაიაფებამ ჯამში თვის ინფლაცია დაახლოებით ამდენითვე შეამცირა. წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასულის წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 7.2%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით ბენზინის წვლილი მთლიან ინფლაციაში შემცირებულია, რაც საბაზო ეფექტის ეტაპობრივ ამოწურვას უკავშირდება. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ინტერნეტის და ელექტროენერგიის გადასახადების გაიაფება, შესაბამისად 0.4 პროცენტული პუნქტი და 0.3 პროცენტული პუნქტით განაპირობებდა. სურსათის ფასები გასული წლის სექტემბრის ფასებზე 0.8%-ით ნაკლები იყო (წვლილი ინფლაციაში -0.2 პპ). აქედან ყველაზე გამოსარჩევი მწვანილის და იმერული ყველის გაიაფებაა, რაც ინფლაციას ჯამში 0.4 პპ-ით ამცირებდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ადგილობირვი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და სექტემბერში 1.2% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის დაბალ დონეს მომსახურების ინფლაციის კლება განაპირობებს, ხოლო იმპორტირებული ინფლაციის ბოლოდროინდელი შემცირება ძირითადად საწვავის გაძვირებით გამოწვეული საბაზო ეფექტის ეტაპობრივი მილევის ასახვაა. შერეულ ინფლაციაში ყველაზე გამოსარჩევი კვლავაც ელექტროენერგიის ტარიფისა და ანტიბიოტიკების წლიური გაიაფებაა. მომსახურების ინფლაცია სექტემბერში 1.6%-მდე შემცირდა. როგორც აღვნიშნეთ, მომსახურების ინფლაციის თანდათან შემცირება მეტწილად საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. გარდა ამისა, მომსახურების ინფლაციის შემცირებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ივლის-აგვისტოში ინტერნეტის ღირებულების კლებამ (1.7 პპ-ით)“, – წერია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა