საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა
US urges Russia to give Europe a seat at the table in Ukraine peace talks – Politico
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 2,220 over past day
Zelensky: Ukrainian culture powerful voice that resonates around the world

სალომე ზურაბიშვილი - სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა

ნახვები: 1074 სალომე ზურაბიშვილი - სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა

სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე წარმოთქვა.

პრეზიდენტმა ნაკრების წევრები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ბიჭებმა მიაღწიეს მიუღწეველს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ძალიან დიდი მადლობა მათ და თქვენც ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა იყოს უსასრულო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა