სალომე ზურაბიშვილი - ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით
War update: 122 combat clashes on front lines in past day
Air Force showed how Russian Iskanders hit Ukrainian models
Russian army loses another 1,210 soldiers in Ukraine over past day
Russia keeps one Kalibr carrier in Black Sea
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა
Russia reports massive drone attack on Briansk region

ლელა ჯეჯელავა: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უმძიმესი დღეების ათვლა დაიწყო"

05.29.2024 | 19:49 ნახვები: 590

 „აუცილებლად იქნება პოლიტიკოსების ერთიანობა და ამ ერთიანობით „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე"

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, საკმაოდ მძიმე დღე იყო გუშინ. გამოცხადებული ღალატის ქრონიკა. მოლოდინი გამართლდა და 84 ხმით დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო. საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც ჰქონდა მცირე მოლოდინი, რომ იქნებ რამდენიმე დეპუტატში გაიღვიძოს სინდისმა და ღირსებამ და ხმა არ მისცენ კანონსო, თუმცა, ამაოდ. რას ფიქრობთ, რატომ ვერ შეაშინა ვერანაირმა სანქციამ?

- როგორც ჩანს ე. წ. გლობალური ომის პარტიაზე, შეერთებულ შტატებზე, ევროკავშირზე და მთელ ცივილიზებულ სამყაროზე გაცილებით უფრო მეტი შიში ივანიშვილის აქვთ. ცივილური სამყარო მოქმედებს თამაშის ცივილური წესებით, ივანიშვილი ამ წესებს არ სცნობს. ამიტომ, როგორც ჩანს,  ამჯობინეს, ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ. ამიტომ მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა, ყველაფერი წინასწარ ადვილად განჭვრეტადი იყო. მე ვთვლი, რომ საქართველოს ღალატი მათ უკვე არაერთხელ ჩაიდინეს. სრულიად დარწმუნებით და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ აქტით ისინი საქართველოს ვერაფერს დააკლებენ,  ბევრი მოღალატე მოუნელებია საქართველოს, მაგრამ მათ, რაც თავის თავს გაუკეთეს, ამის გადახარშვა და მონელება ნამდვილად შეუძლებელი იქნება მათთვის.

- ძირითადად ამ ეპითეტებზე რეაგირებდნენ, როგორიცაა მოღალატე, გამყიდველი, განსაკუთრებით, როდესაც შვილებს ახსენებდნენ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ მაინც უღალატეს ქვეყანას.

- იცით რაშია საქმე, მე რამდენიც არ უნდა მეძახო მოღალატე, ამაზე რეაქცია არ მექნება, ზუსტად ვიცი, ჩემი და ქვეყნის ღალატის ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელია. ცხადია, გრძნობენ, რომ ეს  მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, არის სწორედ ღალატი. ძალიან კარგად იციან, რა შეფასება მიეცემა მათ საქციელს და ქმედებას და როგორ შერჩებიან ისინი ამ ქვეყნის ისტორიას. ამიტომაც ასეთი მძიმეა მათი რეაქცია ამ ყველაფერზე.

- ქალბატონო ლელა, სერიოზულ სანქციებს აანონსებს დასავლეთი, არ აქვთ ამის შიში? თუ არ უყურებენ სერიოზულად? რა არის მათი საბოლოო მიზანი?

- მათი საბოლოო მიზანი ერთადერთია, ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ფორმით. ალბათ ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ არაფერი აქვთ დასაკარგი „სამშობლოს“ გარდა. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ და თვალს ვადევნებთ, არის ერთი ეტიუდი.

 რასაკვირველია, ეს არაფრის დასასრული არ არის. ვხედავთ, რომ სრულიად ახალი მოცემულობაა ქვეყანაში.

- რა იქნება დღეიდან?

- დღეს დასრულდა ეპოპეა - არა რუსულ კანონს და დღეიდან დგება პოლიტიკური აუცილებლობა პოლიტიკური კონტექსტის შექმნისა. ვნახეთ, რომ აქციაზე ერთად ამოვიდნენ სცენაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ეს პოლიტიკური კონტექსტი იქმნება ჩვენ თვალწინ. აუცილებლად იქნება პოლიტიკოსების ერთიანობა და ამ ერთიანობით „ოცნება“ უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე.

- პრეზიდენტის ინიციატივას, "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით, როგორ აფასებთ?

- ეს კარგი ინიციატივაა და ძალიან სწორ კალაპოტს აძლევს პოლიტიკურ პროცესს, რომელიც სწორედ ახლა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, ამიტომ მე მგონია,  ეს იქნება ქოლგა იმ პროცესისა, რომელიც ახლა წარიმართება.

- ქალბატონო ლელა, საუბარია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც უნდა გაიაროს ამ კანონმა, როგორ ფიქრობთ, მოესწრება, არჩევნებამდე ამუშავდება ეს კანონი? წინ ხუთი თვეა და ეს კანონი რამდენად მძიმედ აისახება ქვეყანაზე? რამდენად სერიოზულ პრობლემებს შექმნის, თუნდაც ეკონომიკური კუთხით?

- საკმაოდ დიდი ვადაა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდეს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ იზოლირებული სამყაროსაგან. აქ არის საერთაშორისო რეგიონული კონტექსტი და ყველაფერი ამ კონტექსტით უნდა წავიკითხოთ, ისიც, რაც ახლა საქართველოში ხდება. მე ერთს გეტყვით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკვე სრულიად განწირულია წასასვლელად. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მათთვისვე უკეთესია, თუ არადა, გაცილებით მძიმე იქნება მათი დასასრული.

- მივალთ არჩევნებამდე მშვიდად?

- უნდა მივიდეთ! ეს უნდა იყოს ამოცანა, თუმცა ამ სიტუაციაში ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია.

- გაუთენდება „ოცნებას“ შავი დღე? დაიწყება რეალური სანქციები?

- ეს ხვალ იქნება თუ ზეგ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ ეს აუცილებლად იქნება. დღეიდან „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო თავისი უმძიმესი დღეების ათვლა.

- ფიქრობთ, რომ ახლა ოპოზიციის ერთობაა გამოსავალი?

- საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკოსების ერთობაა ძალიან მნიშვნელოვანი.

ესაუბრა: ნონა ცაბაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა