კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სისხლიანი გარჩევა ღამის თბილისში, 25 წლამდე ახალგაზრდას 7 ტყვია ესროლეს - მამაკაცი გარდაიცვალა

ნახვები: 847 სისხლიანი გარჩევა ღამის თბილისში, 25 წლამდე ახალგაზრდას 7 ტყვია ესროლეს - მამაკაცი გარდაიცვალა

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - მოკლულია 25 წლამდე მამაკაცი. მკვლელობა რუსთაველის გამზირზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.  მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს იცნობდნენ. 

შემთხვევა ღამით მოხდა. დაჭრილი ამერიკულ ჰოსპიტალში მიიყვანეს. დაშავებულის გადარჩენას ექიმები საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით გასროლის ხმა გაიგეს."რამდენიმე გასროლის ხმა იყო ზედიზედ, - ამბობს ადგილობრივი. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია. 

გამოძიება მომხდარზე 108  განზრახ მკვლელობის და 236 იარაღის უკანონო შეზენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა