ვაიმარის სამკუთხედი - ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დონალდ ტრამპი - ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, ოცჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ
დონალდ ტრამპი - არ დავუშვებ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა მსოფლიო მძევლად აიყვანოს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელზე თავდასხმების უმრავლესობა არა ირანიდან, არამედ ლიბანიდან იყო
ჯო უილსონი - ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ
სუს-ი - 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის

მოსახლეობას ყველაზე მეტი არაკეთილგანწყობა ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიმართ აქვს

25.01.2024 ნახვები: 1659

საქართველოში საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის განწყობების შესწავლის მიზნით, „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით APPA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით  ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებობს.

გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა იმ საბანკო დაწესებულებების გამოვლენა, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით რესპოდენტების/კლიენტების ნეგატური დამოკიდებულებებით სარგებლობენ.

ლიბერთი ბანკი და საქართველოს ბანკი მოსახლეობის ნეგატიური განწყობების მიხედვით ლიდერობენ თითქმის ყველა კატეგორიაში. 

ჩატარებული კვლევის ერთი ნაწილის შედეგები იხილეთ ქვემოთ.

საქართველოში საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის განწყობების შესწავლა

გამოკითხვა ჩაატარა კომპანიამ APPA, „ნეიშენ ჯორჯიას“ /nation.ge/ დაკვეთით.

გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა იმ საბანკო დაწესებულებების გამოვლენა, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით რესპოდენტების/კლიენტების ნეგატური დამოკიდებულებებით სარგებლობენ.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 1369 რესპოდენტი, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე შეხება - საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ/აქვთ უმსხვილეს ქართულ ბანკებთან  -საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, პროკრეტიდ ბანკი.

გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 15-25 დეკემბერს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, გორში და რუსთავში.

გამოკითხულთა ასაკი - 24-60 წელი, სქესი - 52% მამაკაცი, 48% ქალი.

ძირითადი მიგნება -

  • მოსახლეობაში ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებობს

ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე რესპოდენტები ყურადღებას ამახვილებდნენ კონკრეტულ ნაკლოვანებებზე:

  • მომხმარებელთა მომსახურეობის გარემო (ვიზუალური და ემოციური აღქმა); 
  • ბიუროკრატიული ბარიერები;
  • მომსახურეობის/სერვისის მიღების ოპერატიულობა;
  • კლიეტთან ურთიერთობის მოქნილობა;
  • კლიენტისადმი კეთილგანწყობა (ემოციური აღქმა);
  • სესხების გაცემის პროცედურებისა და პასუხის (დადებითი/უარყოფითი მნიშვნელობის გარეშე) ოპერატიულობა;
  • კრედიტებთან დაკავშირებით რისკების განმარტებები;
  • კლიენტის კეთილგანწყობა საბანკო დაწესებულების მიმართ და ა.შ.

 

უკმაყოფილობა მომხმარებელთა მომსახურეობის გარემოთი (% გამოკითხულთაგან):

 

 

 უკმაყოფილობა ბიუროკრატიული ბარიერების მხრივ (% გამოკითხულთაგან):



 

 











ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა