ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ლაზარე გრიგორიადისის მამა - ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამო არის დაჭერილი

ნახვები: 1266 ლაზარე გრიგორიადისის მამა - ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამო არის დაჭერილი

ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბექა გრიგორიადისი აცხადებს, მისი შვილი არცერთი პარტიის წევრი არ არის.

„რა თქმა უნდა, თავისუფლებას მოვითხოვ. ორი დღეა ცუდად ვარ, მაგრამ გავმაგრდები. ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი. ჩემ შვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, უბრალოდ, კაცურად ვარიგებდი როგორ შეიძლება იაროს საქართველოში. ძალადობდა თუ არა ის პოლიციელზე, ჯერ არ ვიცით, ალბათ, დაგვიმტკიცებენ. ჩემი შვილი არცერთ პარტიაში არ იყო. როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად, იცვამდა და მოდიოდა, ხალხის გვერდით დგებოდა. იქ არ იყო მისული ვიღაცის დაძახებით, ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან და დადგა რუსთაველზე“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.

 

ევროპული საქართველოს ეგიდით აქცია თავისუფლება ლაზარეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გაიმართა

ყველას აქვს ამ უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება -ვიოლა ფონ კრამონი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა