ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

რისთვის ჩამოვიდა მიშა?

02.08.2023 | 11:14 ნახვები: 1257

საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს. ქვეყნის შიგნით კარგა ხანია მეფობს სტაგნაცია - მართალია, ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა ის სისტემური არაა. ჩამოდიან რუსები - არის ზრდა, ხვალ დასრულდება ომი უკრაინაში, ან ევროპა ბოლოს და ბოლოს გაუხსნის კარებს საქართველოში და სხვა ქვეყნებში გაქცეულ რუსულ ახალგაზრდა საშუალო ფენას - დასრულდება ეკონომიკური ზრდაც.

პოლიტიკაში საქმე კიდევ უარესადაა - ეკონომიკურმა წინსვლამ ქოცების ძალაუფლება კიდევ უფრო გაამყარა, რასაც რეჟიმის გამკაცრება მოჰყვა, ხოლო უკრაინის მიმართ გაუგებარმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქვეყნის იმიჯს საგარეო არენაზე დიდი ზიანი მიაყენა. დღეს ჩვენს მოკავშირეებს შორის სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - ბოლოს და ბოლოს საქართველო ვისთანაა, დასავლეთთან თუ პუტინთან?

მოკლედ, ოპოზიციას ძალიან ბევრი საქმე აქვს - პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სფერო, კარს მომდგარი არჩევნები, რომელიც შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად კანონიერად მოიგოს.

თუმცა, ქართული პოლიტიკა მოკვდა. ზემოთჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი საკითხები არავის არ ახსოვს. ყველას დაავიწყდა, რომ ურთულესი ბრძოლა გველის წინ, რომ არჩევნებია მოსაგები, ქვეყანა კი - მისახედი. დღეს ქართულ პოლიტიკაში დარჩა მხოლოდ ერთი თემა - მიშა.

როგორ არის მიშა? ამბობენ, რომ გუშინ გონება დაკარგა, მართალია? დღეს დილით როგორ ჭამა, მშიერი ხომ არაა? რაო ვივამედის დირექტორმა? ჯანმრთელია და არაფერი ჭირსო? დღეს ქართულ პოლიტიკაში მიშას განთავისუფლების გარდა სხვა თემები არ არსებობს - ალბათ ყველაფერი დანარჩენი უკვე მოგვარდა.

ამ თემაზე იხარჯება უზარმაზარი საზოგადოებრივი ენერგია, რომელიც წესით სხვა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემებს უნდა მოხმარდეს.

ალბათ ყველას გვახსოვს მიშას დაპატიმრების შემდგომი პირველი თვეები - საპროტესტო აქციები, საზოგადოებრივი აქტიურობა, გზების გადაკეტვა, და ა.შ. და ამ ენერგიის ამოფრქვევის შედეგად რა მივიღეთ? ის მივიღეთ, რომ მიშა რუსთავის ციხიდან გლდანში გადაიყვანეს - და ეს შეიფუთა დიდ გამარჯვებად. საბოლოოდ კი - ხელში არაფერი შეგვრჩა. ამხელა ენერგია - ჰაერში გაიფანტა.

დღეს ნაცმოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის, მასშტაბურ საპროტესტო მოძრაობას აანონსებს. გამოუვა თუ არა - ცალკე თემაა. თუმცა, რომ გამოუვიდეს - რას მიიღებს ამით ქვეყანა?

იქნებ ბოლოს და ბოლოს ვინმეს გაახსენდება რომ 2024 წლის არჩევნები კარს მოგვადგა, და „ქართული ოცნება“ ისევ გამარჯვებისთვის ემზადება. იქნებ ვინმემ გაიხედ-გამოიხედოს და მიხვდეს, რომ დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში ქოცობა არჩევნებს ისევ იგებს, თანაც ყოველგვარი გაყალბების გარეშე და სრულიად კანონიერად. იქნებ ვინმეს გაახსენდეს, რომ ქოცებმა დასავლეთის წინაშე თავის თავზე საარჩევნო ბარიერის დაწევის ვალდებულება აიღეს, მაგრამ თავისი ინიციატივით ისინი ამას არ გააკეთებენ, რადგანაც არ აწყობთ.

მაღალი ბარიერი მათთვის წვრილი, 2-3%-ანი ოპოზიციური პარტიების საარცევნო ველიდან გავარდნას და გარდაუვალ გამარჯვებას ნიშნავს. ოცნება მიიღებს 45%, ნაცმოძრაობა უკეთეს შემთხვევაში 30%-ს. პატარა პარტიები -ჯამურად 10-15%. წესით ხელისუფლება წაგებული უნდა იყოს, მაგრამ, მაღალი ბარიერის შემთხვევაში ხმები განაწილდება მხოლოდ ქოცებს და ნაცებს შორის - ეს რას ნიშნავს - გასაგებია, დიდი ექსპერტობა საჭირო არ არის.

დღეს, ოპოზიციური ერთობის და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე კონცენტრირების შემთხვევაში, „ოცნება“ იძულებული იქნება ბარიერი დაწიოს, თუმცა სხვა შემთხვევაში ამით თავს არ შეიწუხებს. დასავლელ პარტნიორებს ეტყვის - აბა, მე რა ვქნა, საკონსტიტუციო უმრავლესობა არა მაქვს, ოპოზიცია კი ქუჩა-ქუჩა დარბის. და, მართალიც იქნება, ვერც შეედავები.

მაგრამ არა. ადამიანების მობილიზება და მუხტის აწევა ისევ და ისევ სხვა თემას ემსახურება - მიშას გათავისუფლებას.

დღევანდელ პირობებში ადამიანების ქუჩაში გამოყვანა - მარტივი საქმე არაა და თუ ეს მართლაც მოხერხდა, საზოგადოებრივი ენერგია უნდა დაიხარჯოს მომავალზე ორიენტირებულ საკითხებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მუხტი ისევ გაიფლანგება და ხელში შეგვრჩება ნული - ანუ, 2024 წელს „ოცნების“ გამარჯვება.

დღეს საქართველო იხდის სააკაშვილი სრულიად უგუნური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების - საქართველოში დაბრუნების - საფასურს. ქვეყანა ხარჯავს დროს და ენერგიას ერთი კაცის გარეთ გამოსვლაში და როდესაც ეს ენერგია ამოიწურება, მივხვდებით, რომ „თავისუფლება მიშას“ ძახილში კიდევ რამდენიმე წელი დაიკარგება.

რა გინდოდა, მიშა, რისთვის ჩამოხვედი აქ?

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა