France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს
მაკრონმა და ზელენსკიმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისა და შავ ზღვაში თავდასხმებზე მორატორიუმის საკითხები განიხილეს
თბილისში გასტროენტერიტის გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული, NCDC-ის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა

გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა

ნახვები: 525 გურამ მაჭარაშვილი - „ქართული ოცნებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა

„ქართული ოცნებისთვის" არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციას დაიკავებს ოპოზიცია, დატოვებს პარლამენტს თუ არა, რადგან სამწუხაროდ, მიშელის დოკუმენტის შინაარსი რაც იყო, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია დაწეულიყო, მათ პოლარიზაცია ქუჩიდან პარლამენტში გადმოიტანეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საშუალებას არ მისცემს, პოლარიზაცია პარლამენტში გადაიტანოს.

„კარგია, რომ ოპოზიციამ არჩევნებიდან ცხრა თვის თავზე მაინც გაიგო, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ის, რომ ოპოზიცია თან ამბობს, რომ დარჩება პარლამენტში და თან ამბობს, რომ ბოიკოტს უცხადებს, ეს ახასიათებს მათ ბუნებას, ანუ, გაორებული ოპოზიციის სახე გვაქვს. ისინი თან რჩებიან, თან ამბობენ, რომ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს. როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რა განსხვავებაა ბოიკოტს შორის, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული და საბოტაჟს შორის, რასაც ექვსი თვე ახორციელებდნენ. როცა ასეთ ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევა ოპოზიცია, ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარუმატებლობა ექნებათ", - განაცხადა მაჭარაშვილმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა