4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი (განახლებული)

ნახვები: 760 თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი (განახლებული)

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1400-ზე მეტ ადამიანი. 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.

საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია საქართველოს ერთი მოქალაქე.  

სირიის მხარეს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაღუპულია 237 ადამიანი, 150-მდე კი, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ორივე ქვეყანაში, დაშავებულია ათასობით ადამიანი.

მხოლოდ გაზიანტეპსა და კარამანმარასის პროვინციებში 900-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.

თურქეთში სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს დილით თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა