რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

პუტინის მორიგი გამარჯვება

07.24.2021 | 14:21 ნახვები: 1416

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინმა კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება დასავლეთზე.
ეს უკვე ტრადიციად იქცა - რუსეთის პრეზიდენტი საჭადრაკო პარტიას იწყებს, რომელშიც თითქოს მის მოწინაამღდეგეებს აშკარა უპირატესობა აქვთ, მაგრამ საბოლოოდ ისინი აგებენ.
ეს ძალიან მარტივია, და აქ მაღალი მატერიები არაფერ შუაშია, არც პოლიტოლოგია დაგჭირდებათ, და არც შეთქმულების ჩახლართული თეორია.
არა აქვს მნიშვნელობა რამხელა რესურსი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას - მთავარია, რამდენად მზადაა ის თავისი შესაძლებლობების გამოყენებისთვის.
ეს იგივეა, რომ ჯარის სიძლიერე სამხედრო ტექნოლოგიების ფლობით და იარაღის რაოდენობით გაზომო - ასე რომ შეხედო შვეიცარიის ან ჰოლანდიის ჯარი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე, მაგალითად, „ისლამური სახელმწიფო" - მართლაც, ვინ მისცა გაღლეტილ ისლამისტების ისეთი მაღალტექნოლოგიური და ზუსტი შეიარაღება, როგორის შვეიცარიის ჯარს გააჩნია.
თუმცა, რეალობა სულ სხვაა - რამე რომ იყოს, ისლამური სახელმწიფო მთელს შვეიცარიას ერთი ბატალიონით დაიპყრობს, იმიტომ, რომ ისლამისტები სიკვდილისთვის მზად არიან, შვეიცარიელები კი - არა.
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ რუსეთს ჟაგიანი ფლოტი და მწყობრიდან ნახევრად გამოსული ტანკები აქვს, ხოლო ამერიკას - სუპერზუსტი რაკეტები, რომელიც ასობით კილომერტის მანძილიდან რამდენიმე მილიმეტრის სიზუსტით ანადგურებენ მიზანს.
როდესაც გაქვს ყველაზე თანამედროვა იარაღი, მაგრამ მისი გამოყენების გეშინია - ხვალ გაჯობებს ის, ვინც ჟანგიან გემს ფლობს.
ან თუნდაც ის, ვისაც ავტომატის და ყუმბარმტყორცნის გარდა არაფერი გააჩნია.
არის კიდეც ერთი მხარე - თუ სინამდვილეში არსებული რესურსების გამოყენების მზადყოფნა არ გაგაჩნია, მნიშვნელოვანია სხვას დააჯერო, რომ უეჭველად გამოიყენებ.
როდესაც ყველამ იცის, რომ არ გამოიყენებ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს - ვაი და ტვინი გადაუბრუნდა, მერე რას ვაკეთებთ?
დასავლეთი, რომლის ეკონომიკური, პოლიტიკური, და სამხედრო შესაძლებლობები რუსეთისასაც მრავალჯერ აჭარბებს - მოსკოვთან ყველა შერკინებას პირწმინდად აგებს.
მაგალითად, ამ დღეებში ამერიკამ და გერმანიამ მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც ადასტურებს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ს წინაამღდეგ ამერიკული ძალისხმევის დასრულებას.
ამერიკა დანებდა - რუსეთი გაზსადენსაც ააშენებს, უკრაინასაც ტრანზიტისაც შეწყვეტს, და საერთოდ, კიევი კარგად თუ არ მოიქცა, გაზის გარეშე დატოვებს.
გინდათ ნახოთ 21-ე საუკუნეში უპირობი კაპიტულაციის აქტი როგორ გამოიყურება? გადაიკითხეთ აშშ-გერმანიის ერთობლივი განცხადება, რომლესაც ერთად-ერთი მიზანი აქვს - ამერიკის დამანგრეველი მარცხის შენიღბვა ვითომ რაღაც პოზიტივით, ინვესტიციებით, უკრაინის „ენერგოეფექტურობის" ზრდით, რომელიც აქამდე არავის გახსენებია, და სპეციალური ფონდის შექმნით, სადაც 1 მლრდ. დოლარი იქნება აკუმულირებული..
და ეს მაშინ, როდესაც რუსული გაზის ტრანზიტის გარდაუვალი შეწყვეტის გამო უკრაინა არა 1, არამედ 2 მლრდ. დოლარს დაკარგავს. წელიწადში.
დასავლეთი დანებდა. „პუტინი არ უნდა გავაბრაზოთ" - ისევ იფიქრეს ევრო-ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და ვლადიმერ დიადს ევროპაზე ზემოქმედების კიდევ ერთი ბერკეტი აჩუქეს.
სასაცილოა იმის წარმოდგენა, რომ უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში დასავლეთის რუსეთის წინაამღდეგ რაიმე ზომებს მართლაც მიიღებს - ვისაც სჯერა - მზად ვარ გავატარო.
როდესაც უკრაინული ტრანზიტი შეწყდება - და ის აუცილებლად შეწყდება, დღეს თუ არა ხვალ - ისევ დასავლური კონფორმიზმი გაიმარჯევს - „აბა რა ვქნათ, რუსეთს ხომ არ ვეომებით?"...
სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და უძლიერესი პოლიტიკოსია. მართლია, მისი მმართველობა რუსეთისთვის დაკარგულ წლებს და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს ნიშნავს, და ერთხელაც რუსი ხალხი მას დასწყევლის ყველაფერ ამის გამო, მაგრამ დღეს და აქ, თავისი ავადმყოფური მიზნების მიღწევაში ის შეუდარებელია.
ზოგჯერ მისი ჩახლართული სქემები უნებლიე ესთეტიკურ აღტაცებასაც კი იწვევს, იმდენდ ლამაზადაა ყველაფერი შესრულებული..
ერთმა კაცმა ათწლეულების მანძილზე მთელი ევროპის და ამერიკის აზრის იგნორირება შეძლო, ამერიკას ფეხი ყველგან დაუდო, სადაც კი მისწვდა, მოწამლა, მოშხამა, მოქრთამა მთელი დასავლეთი, მოისყიდა მთავრობები, ცალკე პოლიტიკოსები, სპორტული ფედერაციებიც კი.
პუტინის ემისარები ფულით გატენილი „ჩემოდნებით" დაძრწიან ევროპის და ამერიკის ქალაქებში, არ დატოვეს არავინ და არაფერი, ყველაფერს შეეხნენ, ყველაფერი წაბილწეს.
პუტინი მთელს მსოფლიოში ჰაკერ-შეტევებს ახორციელებს, დასავლეთის სახელმწიფო სტრუქტურებს აჩერებს, მსხვილ კონცერნებს ფულს სძალავს, მხარს უჭერს ყველა წყალწაღებულ რეჟიმებს ვენესუელათი დაწყებული სირიით დასრულებული.
ის არაფრად ადგებს დასავლეთს, რომელსაც ერთი ხელის მოსმით რუსეთის დაშლა და რუკიდან გაქრობა შეუძლია. დასავლეთს ამისთვის ყველანაირი რესურსი გააჩნია - პოლიტიკური ნების და სურვილის გარდა.
შეგიძლიათ დასცნოთ რუსულ სამხედრო გემებს - მოძველებულებს და ჟანგიანებს, მაგრამ პუტინი მათ ბევრად უფრო ეფექტურად იყენებს, ვიდრე ამერიკა და ევროპა უახლეს ტექნიკას.
არსებული რესურსის გამოყენების მზადყოფნის გარდა ასევე მნიშვნელოვანია ის, რაშიც პუტინს ბადალი არ ჰყავს - ის არის დღევანდელი გლობალური პოლიტიკის ყველაზე დაოსტატებული შულერი. ვერც ერთი კაზინოს მოთამაშე რომ ვერ მიუახლოვდება ისეთი.
მან იცის, რომ სუსტი და მოწყვლადი ქვეყნის პრეზიდენტია და იყენებს იმას, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთსზე საკუთარ წარმოდგენის ტყვეობაში არიან.
დასავლეთში ძალიან დიდხანს მიიჩნევდნენ რუსეთის არაპროგნოზირებად და ამოუცნობ ფენომენად, ამაზე იმდენს ლაპარაკობდნენ და წერდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიჯერეს.
ალბათ ამერიკელებმა და ევროპელებმა ძალიან ბევრი ფილმი ნახეს, სადაც მუდმივად მთვრალი რუსი გენერლები სამყაროს, და მასთან ერთად საკუთარი თავის განადგურებას გეგმავდნენ.
დასავლეთი ვერ ხვდება, რომ გიჟი და არაპროგნოზირებადი რუსი - მითია, და დღევანდელი რუსი გენერალი არა სამყაროს გადაწვაზე, არამედ კარგ „ფირმა"-მანქანაზე და ესპანეთში აგარაკზე ოცნებობს.
პუტინი მუმდივად თამაშობს იმ რუსი გენერლის როლს, რომელიც კაცობრიობის მოსპობისთვის მზადაა. ის ბლეფობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთზე გაცილებით უფრო ძლიერები არიან. „გამიშვით, ყველას დაგხოცავთ!"....
და მას ეს ბლეფი 21 წლის მანძილზე გასდის. ისევე, როგორც ამ დღეებში გაუვიდა მორიგი შულერული შეტევა ამერიკაზე „ჩრდილოეთ ნაკადი-2"-თან დაკავშირებით.
მერე ვინმემ თქვას, რომ პუტინი დიდი პოლიტიკოსი არაა..

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა