„არა ღალატს!“ - სისხლიან ბანერებზე გახარიაც გამოჩნდა
„რას იძიებენ“ - ინგა გრიგოლიას პროკურატურაში კითხავენ
სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ფაილში, რომლის სათაურიცაა „ინფორმაცია“ და რომელიც 2014 წლის 25 ივლისით თარიღდება, წერია: „მოპოვებული ინფორმაციით, მწ 25 ივლისს არქიმანდრიტი პიმენი (რომან) ქარდავა, დაუკავშირდა ალექსეი (რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი), რომელმაც მოიკითხა პ.ქარდავას აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, პ.ქარდავას სიტყვებით, ის შეხვდა ვინმე თემურს (სავარაუდოდ, თემურ შერგელია, გალის რაიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი) და ბესარიონ აპლიას, შეხვედრა ნორმალურად ჩაიარა, რაც პ.ქარდავას თქმით, ალექსეის დამსახურებაა, პ.ქარდავა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩასვლას აპირებს ქ.სოხუმში, სადაც აუცილებლად შეხვდება ალექსეის.“
„რა, რეზინის შვილები მყავს, გგონიათ?!“ - კახა კალაძე
წითელმა ჯვარმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი გადასცა
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს
იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
სალომე სამადაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ ნიკა მელიას სურვილია, ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს

საქართველო - არშემდგარი ირანი

07.06.2021 | 16:01


ბოლო პერიოდში საქართველოში ბნელეთის შემოტევის ფონზე ხშირად გაიგონებთ წუხილს - „მალე ჩვენ მართლმადიდებელი ირანი გავხდებით".
ცხადია, აქ იგულისხმება პოლიტიკური რეჟიმი, რომლის პირობებშიც ქვეყანას მართავენ რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებიც მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში უხეშად და თავხედურად ერევიან.
თუმცა, ამავე დროს საკითხის ასეთი დაყენება იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ირანზე ძალიან არასწორი და ზედაპირული წარმოდგენა აქვთ. ქართველების წარმოსახვაში ირანი არის ჩამორჩენილი, ბნელი, ღარიბი ქვეყანა, სადაც ცხოვრობს აგრესიული, გაუნათლებელი მოსახლეობა.
სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში საქმე სულ სხვანაირადაა და ბევრ საკითხში საქართველო ირანთან ახლოსაც კი ვერ მივა.
პირველ რიგში არასწორია წარმოდგენა, თითქოს ირანელები არიან რელიგიური ფუნდამენტალისტები - სინამდვილეში ირანი ისეთივე რელიგიურია, როგორიც სსრკ იყო კომუნისტური. მთელი ეს რელიგიურობა არის ოფიციოზის მხრიდან თავს მოხვეული, რაც თუნდაც იმით ჩანს, როგორი ჩაცმულობით დადიან თბილისში ირანელი ტურისტები.
რადიკალურ ისლამს მოსახლეობის ფართო ფენებთან ისეთივე შეხება აქვს, როგორიც კომუნისტურ იდეოლოგიას საბჭოეთის მოსახლეობასთან - ის აღიქმება როგორც გარდაუვალი და ჩვევად ქცეული ბოროტება, რომელთანაც თანაცხოვრებას იქაურები უკვე დიდი ხანია მიეჩვიენ.
საქართველოსთან რომ პარალელი გავავლოთ - წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში ძალაუფლება საპატრიარქოს ჩაუვარდა. 5 ივლისის მაგალითზე ჩანს, რომ ეს არც თუ ისე ძნელია - იმ დღეს ეკლესიას ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილის შემთხვევაში ამის გაკეთება 10 წუთში შეეძლო.
წარმოიდგინეთ საქართველოში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მმართველობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისგან ძალიან შორსაა და მხოლოდ უმცირესობის აზრს ეყრდნობა.
წარმოიდგინეთ, რომ ქართველებს, რომელთა უმრავლესობისთვის რელიგია - ზედაპირული რიტუალია, შემთხვევით, წინა ხელისუფლების ქმედებების აღშფოთების გამო, ასე ვთქვათ, გაეპარათ ეკლესია, რომელიც ქვეყანას კისერზე ოფიციალურად შეაჯდა, არსად წასვლას არ აპირებს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერ ძალადობაზეა წამსვლელი.
აი, ეს მოდელია ირანში, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ნორმალურმა ხალხმაც გარკვეული ისტორიული გარემოებიდან გამომდინარე შესაძლოა ხელისუფლებაში მოიყვანოს ისეთი ძალა, რომელიც მისი ინტერესებისგან ძალიან შორსაა.
მაშ იქნება კი საქართველო მეორე ირანი?
ვერ იქნება.
იმიტომ, რომ ირანი არის მაღალგანათლებული ქვეყანა მრავალი დარგში კვალიფიცირებული სპეციალისტებით.
ირანი არის ქვეყანა, რომელსაც ატომური ელექტროსადგურის აშენების და ატომური ბომბის შექმნისთვის საკმარისი მეცნიერულ-ინჟინერული პოტენციალი გააჩნია.
ირანი არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინჟინერთა კორპუსი, მოთხოვნადი როგორც თავად ქვეყანაში, ასევე უცხოეთშიც.
ირანი მოსახლეობის ინტერნეტიზაციის და ქალთა შორის უმაღლესი განათლების კუთხით ერთ-ერთი ლიდერია.
ირანი არის ურბანიზებული ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მილიონიან ქალაქებში ცხოვრობს.
ირანი არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი მანქანათმშენებლობა. თანაც არა უცხოური ბრენდების მანქანების აწყობა, არამედ საკუთარი ავტომობილების სრულფასოვანი წარმოება - ჭანჭიკით დაწყებული ძრავით დასრულებული. მართლია, არა ისეთი ხარისხიანი, როგორც იაპონური ან ევროპული, მაგრამ თავისი.
ირანი არის ქვეყანა, სადაც ათასნაირი პროდუქცია იწარმოება - სამშენებლო მასალები, კაფელი, სადენები, ელექტროტექნიკა, საყოფაცხოვრებლო ქიმია, ტექსტილი, ბითუმი, შეიარაღება.
ირანი არის ქვეყანა, რომლის მშპ-ს 44% მრეწველობაზე მოდის.
ირანი არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს უმაღლესი კლასის პროგრამისტები, და ზოგადად IT-სექტორის სპეციალისტები.
ირანელები - მშვიდი, გაწონასწორებული, მშრომელი და დისციპლინირებული ხალხია.
ირანში სუფთა და მოვლილი ქალაქებია და მამაკაცთა მოსახლეობის ნახევარი ქურდობაზე არ ოცნებობს.
რაო-რაო? „მართლმადიდებელი ირანი"? მათხოვარი, არაფრის მაქნისი ქვეყანა, რომლის 10 უმსხვილეს კომპანიათა შორის 6 - აზარტული თამაშების ბიზნესს წარმოადგენს და რომლის მოსახლეობის 50% ბაზრებში ვაჭრობს - საკუთარ თავს ადარებს ქვეყანას, რომელმაც ატომი გახეთქა, და რომლის ეკონომიკაშიც 44% მრეწველობაზე მოდის?
არანაირი „მართლმადიდებლური ირანი" საქართველო არასდროს არ იქნება. მას ამისთვის ინტელექტის დონე და ორგანიზებულობა არ ეყოფა.
მამაოების ძალაუფლების ქვეშ საქართველო იქნება ერთი უბადრუკი, ნაცრისფერი, არაფრის მაქნისი, ყრუ ქვეყანა. ირანამდე ათასი წელი რომ მოუწევს სიარული - მაგის შნო რომც აღმოაჩნდეს.
პატარა, დროში და სივრცეში გაჭედილი, წარუმატებელი და მომაკვდავი ქვეყანა.
ირანი არა, ტოროლა.
ავტორი, თენგის აბლოთია