შალვა პაპუაშვილი: ესპანეთი და პორტუგალია მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე
რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს
ისტორიული გამარჯვება: გურამ თუშიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა
„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში, უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა
დმიტრო კულება - ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში, ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ
ლევან ხაბეიშვილი - მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, არჩევნების ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია
ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
ლევან იოსელიანი - სააკაშვილს არ ვთვლი პოლიტპატიმრად, თუმცა მხარს დავუჭერდი მის საზღვარგარეთ გადაყვანას, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აღწერს

388 წლის სპექტაკლი, რომელიც დღესაც ტარდება

08.18.2022 | 13:04

 

1634 წლიდან გერმანულ სოფელ ობერგაუმში ათასამდე მონაწილესთან ერთად  სპეკტაკლი იესო ქრისტეზე დაიდგა.

სოფელი ობერგაუმი და მისი ყოველდღიურობა ძალიან წააგავს დისნეის ფილმს. ამ დიდი მთებისა და 16 საუკუნის ორნამენტების შემხედვარე, თავში ეგრევე მოგდის ისეთი სიტყვები როგორიცაა: “უჩვეულო“, “საყვარელი” ან “ღირსეული”.

1634 წელს სოფლის მოსახლეობის 20% შავმა ჭირმა იმსხვერპლა, რომლის შედეგად  სოფლის მოსახლეობის შეთანხმებიტ დაიდო პირობა, რომ ყოველ ათ წელიწადში სოფელში ჩატარდებოდა სპექტაკლი იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, გარდაცვალებასა და აღდგომაზე- ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში თუ ღმერთი დანარჩენ მოსახლეობას დაიფარავდა.

პირველი სპექტაკლი  ეკლიის სასაფლაოზე დაიდგა.

ამის შემდეგ რა თქმ აუნდა იყო ბევრი პრობლემა რამაც სპექტაკლის შეჩერება სცადა.  მაგ: ფრანკო-პრუსიის ომი, ესპანური გრიპი და რა თქმა უნდა 2020 წლის Covid პანდემია. 1770 წელს ბავარიის ჰერცოგი მაქსიმილიან III იოსები ცდილობდა ამ წამოწყების აკრძალვას, რადგან თვლიდა რომ “თეატრი არ არის რელიგიის უდიდედი საიდუმლოების ადგილი“. თუმცა 1900 წელს თომას ქუქის განკარგულებით ქალაქში აშენდა 4,400 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, უცხოელი აუდიტორიისთვის, ამ სპექტაკლით კუკი აცნობდა ტურისტებს ადგილობრივ რელიგიას.

 ერთობლივი ძალისხმევა

 დღესდღეობით 388 წლის განმავლობაში სპექტაკლი გავლენას ახდენს სოფლის ცხოვრების თითქმის ყველა წვრილმანზე: 5,000 მცხოვრებიდან თითქმის 2,000 ღებულობს მონაწილეობას როგორც სცენის წინ, ისევე მის უკან. მთავარი მსახიობები იღებენ შვებულებას თავიანთი ძირითადი სამსახურიდან რეპეტიციების, ისრაელში  მოგზაურობისთვის და ექვსთვიანი სპექტაკლებისთვის. ყველა მამაკაცმა თმები უნდა გაიზარდოს და დაიტოვოს ერთი წლის განმავლობაში, მანამ სანამ არ სპეკტაკლი ჩატარადება.

ფრედერიკ მეირის მიხედვით ორი მსახიობს, რომლებიც რიგრიგობით ასრულებენ ისესოს ქრისტეს როლს ამას უდიდესი სიკეთისთვის აკეთებენ. ისინი ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ ამისათვის.

ყველაზე ახალგაზრდა მსახიობები, რამდენიმე თვის არიან.

მიუხედავად იმისა რომ სპეკტაკლის მსახიობები - მოყვარულები არიან, ყოველივე 12 სცენა ამ სპექტაკლისა კარგად და პროფესიონალურადაა დადგმული. ცხოველები და ასევე ახალი აღქმის გამორჩეული ეპიზოდებს, როგორიცაა იესოს მიერ ეკლესიის გაწმენდა, მისი მონაწილეობა საიდუმლო სერობაზე და საბოლოოდ მისი გარდაცვალება და აღდგომა, თამაშობენ გულის ამაჩუყებელი გულწრფელობით. სტატიკური სცენების შუალედურ აქტებში, რომლებიც  ძველი აღთქმიდან მოდის, ისიანი ამატებენ სურეალიზმსაც, მასობრივი სცენების დროს მსახიობები ფრიალებენ თავიანთ კოსტუმებში (შესაძლებელია, ბიბლიური ერის ბავშვები ვერ ხვდებოდნენ იმის სერიოზულობას, რისი მოწმენიც არიან) მაგრამ ყოველივე ეს ნიუანსი, არ აგიბნევთ გზას პიესის ცენტრლური თემისგან. პიესა შეიძლება გერმანულადაც იყოს ინგლისური ტექსტით, მაგრამ თუ თქვენ ამ ენას არ ფლობთ, სპექტაკლი მაინც აღწევს თავის მიზანს და მაყურებლისთვის ყველა ნიუანსი მაინც გასაგები ხდება.

ქრისტიან შტეკლი მიუნხენის სახალხო თეატრის ხელმძღვანელი, რომელმაც დადგა ეს სპექტაკლი 1990 წელს, ამავე  წელს განაცხადა, რომ  რაღაცის შექმნა - უნიკალური თეატრალური გამოცდილებაა, მაგრამ საბოლოოდ სანახაობა - სანახაობაა.

მე მომწონს მოყვარულებთან ერთად მუშაობა ობერგაუმში, მაგრამ სულ სხვაა თუ საქმე მაქვს პროფესიონალურ მსახიობებს ეხება. ობერგაუმში მე უნდა გამოვიდე სცენაზე და დაგანახოთ, თუ როგორ უნდა ითამაშოთ ესა თუ ის სცენა, ხოლო პროფესიონალურ მსახიობებს დიდად არ მოსწონთ თუ ამას ვაკეთებ მათთან. მაგრამ საბოლოოდ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თქვენ შეიძლება გყავდეთ ცუდი პროფესიონალები და კარგი მოყვარულები. ეს ორი მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ”

თავის დროზე შტეკლი პიესაში ადმინისტრაციული ცვლილებების მოწმე გახდა. 1999 წელს მან გამოაქვეყნა პეტიცია, რომლის მეშვეობითაც უნდოდა წესის გაუქმება, რომლის მიხედვითაც ყველა მსახიობი კათოლიკოსი უნდა ყოფილიყო. (თუმცა ბინადრობა იმ ქალაქში ვერ მოიპოვა). აღმოჩნდა, რომ ასეთი ჩანაფიქრის რეალიზება რთულია, როცა საქმე მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან გვაქვს.

ჩვენ ბევრ პრობლემას ვაწყდებით ობერგაუმში. რადგან ახალ თაობას ახალი პიესების ნახვა სურთ, ძველს კი - პირიქით.

                         დროსთან შეხამება

 ამ სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი იყო ჰიტლერი, რომელიც მას ძალიან გულშემატკივრობდა-ამის გამო სპექტაკლში აქცენტი იესოს ეროვნებაზე იყო გამახვილებული.

შტეკლი იმედოვნებს, რომ მისი იესოს ინტერპრეტაცია დღესაც აქტუალურია:

ჩვენ გვსურს თავდაჯერებული იესო. ე.ი ძალიან ხმამაღალი და მყვირალი. ბოლო 12 წელი ბევრი რამ შეიცვალა, სულ სხვა მსოფლიოვითარება გვაქვს: მდიდარი მდიდრდება და ღარიბი - ღარიბდება. ბოლო ორი წელი Covid-თანაც გვიწევს გამკლავება. 2015-სა და ამ წელს გვაქვს ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში. სწორედ ამიტომაც გვჭირდება ხმამაღალი იესო.

გასაგებია რომ ეს სპექტაკლი აინტერესებთ როგორც მორწმუნე ადამიანებს, ასევე უბრალო ხალხსაც. ჩვენ გვიყვარს ეს პიესა როგორც მაყურებლებს, მაგრამ შესაძლებელია ასევე დაგვაინტერესოს საოჯახო ამბებმაც. თუმცა ადვილია ფიზიოლოგიურ-გენეოლოგიური მსგავსებების დანახვა ამ მსახიობებს შორის, მაგრამ ეს პიესა ასევე „გამორჩეული ოჯახის“ ისტორიაა - ხალხთა ერთობლიობის, რომელთაც უყვართ ერთმანეთი.

 

მასალა გამოქვეყნებულია: https://www.bbc.com/culture/article/20220809-oberammergau-passion-388-year-old-play-thats-still-going

თარგმნა, დათა მახარაძემ