თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 6 სახლი დაანგრია. მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა ნგრევა დილის 4 საათზე დაიწყო.
მეპატრონეები ამ დროს ადგილზე არ იყვნენ, რადგან სახლების უმეტესობა დაუსრულებელია. ადგილზე პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.