ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

ნახვები: 484 თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

თავდაპირველად ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე სამხედრო შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი განლაგდა, ამ წუთებში კი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს პირველი პირები მიმართავენ, რის შემდეგაც 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს.

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი კიდევ 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას დღეს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ავღანეთის მისიიდან ერთი კვირის წინ დაბრუნებული ჯარისკაცებიც ესწრებიან. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

კორონავირუსის პრევენციიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა არ გაიმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა