War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 431 ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება-ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციებზე და ამ ფორმატში მუშაობის დაწყებაზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან უარი მიუთითებს, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება.

მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ აამოქმედონ რევოლუციური სცენარი.

„ოპოზიციას მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი და ეს არის დეპოლარიზაცია. ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ ფორმატში მუშაობის დაწყებაზე უარს ამბობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არ არის 12 პუნქტის შესრულება, მთავარი მიზანია, როგორმე მრავალჯერ ჩაფუშული რევოლუციური სცენარი კიდევ ერთხელ სცადონ და აამოქმედონ. რაც შეეხება უნდობლობას, ყველაზე დიდი უნდობლობა მათ თავიანთი თავის მიმართ აქვთ, რადგან თავიანთ პოლიტიკაში არათანმიმდევრული არიან და ყოველთვის ეშინიათ ჭეშმარიტად დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში შემოსვლის, რადგან ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სცენარი ვეღარ განხორციელდება. ეშინიათ იმის, რომ არჩევნების გზით ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში და ეს კარგად იციან. ამიტომ ყველანაირ საბაბს მოძებნიან, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრების რეჟიმში არ იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა