მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება

ნახვები: 447 ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რომელიც ეხება ქვეყანაში დეპოლარიზაციის აღმოფხვრას. დეპოლარიზაციის საკითხი არის სწორედ ერთ-ერთი პირველი ამ რეკომენდაციებიდან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას დღეს აპირებს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის იქნებიან „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „გირჩი“.

რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ისინი ამ დრომდე კონსულტაციებს მართავენ და დღის განმავლობაში აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, გუშინ მათ თქვეს, რომ ამ პროცესში „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობენ, „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს რამდენიმე საკითხზე ჰქონდა კონსულტაციები, თუმცა „ოცნებამ“ გაცემული პირობები არ შეასრულა. შესაბამისად, როგორც ისინი ამბობენ, ამ ფარსში მონაწილეობა არ უნდათ.

კონსულტაციებს პარალელურად, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მსჯელობა იქნება იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, თუ როგორ ახორციელებს პარლამენტი კონტროლს.

კომიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, 21 სექტემბრამდე მოხდება კონკრეტული კანონპროექტების მომზადება საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, სწორედ აქედან გამომდინარე, მანამდე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ კანონპროექტს მოამზადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა