მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლა, როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 448 ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლა, როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია-გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოზიციები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია.

„პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიზნები. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია. მათი განცხადებები იყო, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს და აქციაზე ხალხის მისვლა დააანონსეს, თუმცა როცა დაინახეს, რომ დავიწყეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ის გეგმა არ არის, რაც თქვენ გგონიათ და ჩვენ შევქმნით გეგმას, რომელიც ხელისუფლებაში მოგვიყვანსო. აქციაზე მისული საზოგადოება ელოდებოდა, რომ ნახავდნენ გეგმას, როგორ შევიდოდნენ ევროპაში, თუმცა დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა