4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

არასდროს დამიმალავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად მიმაჩნია შიდა ზეწოლა, რაც გულისხმობს მათ შორის აქციებს-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 506 არასდროს დამიმალავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად მიმაჩნია შიდა ზეწოლა, რაც გულისხმობს მათ შორის აქციებს-ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვალდებულებების განხორციელებას არ აპირებს. დეკანოიძე ამბობს, რომ ეს გამოჩნდა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაშიც.

ხატია დეკანოიძის შეფასებით, მმართველ გუნდს ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების პოლიტიკური ნება არ აქვს.

„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშილის ხელისუფლებას, რადგან ამ ხელისუფლებაში არც ერთი წარმომადგენელი არ არის დამოუკიდებელი, აქვს პოლიტიკური ან შინაგანი ნება, რომ განახორციელოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც დაკისრებული აქვს საქართველოს, რათა დეკემბერში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შესაბამისად, 24 ივნისს, მათ შორის კვირას ძალიან დიდ აქციაზე, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს პირველი – ღარიბაშვილის გადადგომა, ხელისუფლების გადადგომა და მეორე – ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც რეალურად განახორციელებდა და განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს.

ვფიქრობ, კობახიძის გუშინდელ განცხადებაში ჩანდა, რომ ისინი არ აპირებენ არაფრის გაკეთებას, თითქოს დეკემბერში საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ვერ მიიღებს ვერავითარ კონკრეტულ სტატუსს. ფაქტია, რომ მათ არავითარი პოლიტიკური ნება არ აქვთ, არ აქვთ შინაგანი ნება. ამიტომ მე არ მაქვს არავითარი ილუზია, რომ კობახიძე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ან კიდევ ბიძინა ივანიშვილის რომელიმე წარმომადგენელი აპირებს ამ ვალდებულებების განხორციელებას. ამის პირველი ნიშანი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვილებების მიღება, შემდეგი რეალური ცვლილება იქნებოდა პოლიტიკური პატიმრების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნება. ეს გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, შეწყალებას. მესამე პოლიტიკური ნება იქნებოდა ყველა იმ კანონპროეტის მიღება, რომელიც არის პარლამენტში, მათ შორის ეს ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, მიშელის შეთანხმებაში აღნიშნულ ფაქტებს.

ვერ ვხედავ რაიმე სახის ნებას და ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ რაიმე პროცესის შესურულებას. უფრო მეტიც, კობახიძე ფიქრობს, რომ დეკემბრამდე რაღაც გაუგებარი კომისიებით გაწელავენ დროს. არსებობს კონკრეტულად ის პუნქტები, რომლებიც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, რათა დაინახოს ქვეყანამ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ჩანს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავდროულად, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად პირველ რიგში შიდა ზეწოლა მიაჩნია.

„არასდროს დამიმალავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად მიმაჩნია პირველ რიგში შიდა ზეწოლა, ეს გულისხმობს მათ შორის აქციებს, მათ შორის პროტესტს, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილზე სანქციები, რაც უკვე გაჟღერდა ევროპარლამენტის მიერ. ზეწოლა გაგრძელება და არავინ აპირებს, ქვეყანა დაუთმოს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა