მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია, თუ „სირცხვილია“-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 452 „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია, თუ „სირცხვილია“-გურამ მაჭარაშვილი

„სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია“ უფრო სირცხვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს – „შინ ევროპისკენ“, არაფერი აქვს საერთო, უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“.

„სირცხვილია“ ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების გამოსვლა აქციებზე სირცხვილია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „სირცხვილიას“ ქმედებებია ამ აქციებზე სირცხვილი. შესაბამისად, საზოგადოებამ ერთი რამე გაიგო მხოლოდ, რომ „ნაცმოძრაობა“ სირცხვილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გეგმა დადო, შეხვედრებია ჩანიშნული ოპოზიციასთან თუ არასამთავრობო სექტორთან, რაც უკვე მოიწონეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ევროპარლამენტარებმაც კი. საზოგადოება ხედავს, რომ აქციებზე აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანი. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ ის არის აპოლიტიკური, ბოლო დროს საზოგადოებამ მშვენიერი პოლიტიკური მესიჯები გაიგო მათგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს – „შინ ევროპისკენ“ არაფერი საერთო არ აქვს, არამედ უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“, რადგან უკან სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა „შინ ევროპისკენ“, არამედ შინ ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა