4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პრეზიდენტის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად შეძლებენ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას-ლევან იოსელიანი

ნახვები: 506 პრეზიდენტის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად შეძლებენ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას-ლევან იოსელიანი

პრეზიდენტის განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ საფუძველი ჩაუყაროს, რაღაცნაირად დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად შეძლებენ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

იოსელიანის თქმით, ცალკე აღებული არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია არ პასუხობს რეალურად მოთხოვნებს, რომლებიც 12 პუნქტშია ასახული და საჭიროა სწორედ ერთობლივი მუშაობა.

„პრეზიდენტის განცხადება იმისთვისაა მიმართული, რომ საფუძველი ჩაუყაროს და რაღაცნაირად დაიწყოს პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია შეძლებენ ერთობლივად ამ 12 პუნქტზე არსებითი შედეგის დადებას. ამ განცხადებიდან ეს ამოვიკითხე. ცალკე აღებული არც ერთი და არც მეორე არ პასუხობს რეალურად იმ მოთხოვნებს, რაც 12 პუნქტშია ასახული. ამას სჭირდება ერთობლივი მუშაობა. ამაზეა საუბარი მათ შორის ამ პუნქტებშიც. ხაზგასმითაა საუბარი, რომ „ოპოზიციასთან ერთად“, რამდენიმე პუნქტშია მითითებული. ამიტომ თავიდანვე მივესალმებოდი იმას, რაც პრეზიდენტს ჰქონდა დაწყებული – ეროვნული თანხმობის იდეას, მგრამ ამას თუ გადავთარგმნით კონკრეტულ საქმეში, ეს არის, რომ შევძლოთ საბოლოო ჯამში 12 პუნქტზე შეთანხმება და ერთობლივად გაგზავნა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა