მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ავსტრალიის პრემიერმა ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი მოინახულა

ნახვები: 451 ავსტრალიის პრემიერმა ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი მოინახულა

ავსტრალიის პრემიერი უკრაინაში იმყოფება. მან ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი მოინახულა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში კიევის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსეი კულება წერს.

კულებას განცხადებით, ეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანიზის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

მისი თქმით, ავსტრალიის პრემიერმა განადგურებული სახლები, ნაღმების აფეთქების კვალი და განადგურებული აეროპორტი „ანტონოვი“ მოინახულა.

„ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინას და აქ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლიანი სასჯელის დაწესების მხარდაჭერით გამოდის. მადლობას ვუხდი დელეგაციას კიევის ოლქში განხორციელებული ვიზიტის გამო. ომი უკრაინაში, რომელიც ევროპის ცენტრში მიმდინარეობს, მსოფლიოს დღის წესრიგში უნდა დარჩეს“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა