4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ოდიშარია: ოხანაშვილი საოცრად იყო აღელვებული - ფერი არ ედო სახეზე, მსგავსი არაფერი მინახავს

ნახვები: 486 ოდიშარია: ოხანაშვილი საოცრად იყო აღელვებული - ფერი არ ედო სახეზე, მსგავსი არაფერი მინახავს

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია, გუშინ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ შეხლა-შემოხლა სამწუხაროდ ვერ აირიდეს. 

ოდიშარიას თქმით, ის რამდენიმე დეპუტატთან ერთად საელჩოს გასასვლელისკენ მიდიოდა, როცა "საოცრად აღელვებული" ანრი ოხანაშვილი შეხვდათ, რომელმაც მისი თქმით, უამბო, რომ ვატო წერეთელმა "უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა".

"გიამბობთ მხოლოდ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე. ღონისძიების შემდეგ გასასვლელისკენ რამდენიმე კოლეგა მივდიოდით ერთმანეთის მიყოლებით, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს - კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ამ მიმართულებით ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად." - განაცხადა დეპუტატმა. 

ოდიშარიას თქმით, ტყუილია, რომ 4-მა დეპუტატმა სცემა ვატო წერეთელი. ის აცხადებს, რომ შეხლა-შემოხლა ვერ აირიდეს დანარჩენზე კი კადრების გასაჯაროების შემთხვევაში ისაუბრებს. 

"სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. იმას, რომ ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანმხლები ქალბატონი კოლეგა. შესაბამისად, დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებზე და ამ მოვლენაზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც გასაჯაროვდება კამერების ფირები" - აცხადებს ოდიშარია. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა