მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სირცხვილია: მივმართავთ შსს-ს, უზრუნველყონ დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება

ნახვები: 453 სირცხვილია: მივმართავთ შსს-ს, უზრუნველყონ დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება

მოძრაობა "სირცხვილია" გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება სტუდენტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს "შინ ევროპისკენ" კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას.

"სირცხვილი" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

"რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება."- წერია განცხადებაში. 

გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ დღეს, დედაენის პარკში, 16:00 საათზე, სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუძღვებიან. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა