არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

ირაკლი კობახიძე - ძალიან მაინტერესებს, რა წერია ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი

ნახვები: 672 ირაკლი კობახიძე - ძალიან მაინტერესებს, რა წერია ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი

ძალიან მაინტერესებს, რა წერია პრეზიდენტის ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანოპროექტის განხილვისას არც ერთი შენიშვნა გამოთქმული არ ყოფილა.

„ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა. ამის შემდეგ უცხოელი პარტნიორებისგან იყო თხოვნა ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც გავითვალისწინეთ და კიდევ დამატებით ორი კვირა მივეცით ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ენჯეოებს, უცხოელ პარტნიორებს, რომ წარმოედგინათ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები. არც ერთ კომენტარი არ იქნა წარმოდგენილი ამ კანონპროექტზე. უფრო მეტიც, მეორე მოსმენა როცა გაიმართა პარლამენტში, არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი კითხვა არ დასმულა. როდესაც კანონპროექტის განხილვა გრძელდება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. ამის შემდეგ კიდევ ვეტოს ადებენ, ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ეწერება სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შენიშვნების განხილვის შემდეგ, ვეტო დაიძლევა.

პარლამენტს ევალება კიდევ ერთხელ განიხილოს ჯერ პრეზიდენტის შენიშვნები და შემდეგ პირვანდელი კანონპროექტი. ჩვენი ვალია, რომ შენიშვნებს გავეცნოთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი პრეზიდენტის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ვალი. თუ დავრწმუნდებით, რომ არაფერი სამართლებრივი შენიშვნა რეალურად პრეზიდენტს არ აქვს, ვეტო იქნება დაძლეული“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა