War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო უპირობო ლიდერია-ღარიბაშვილი

ნახვები: 431 კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო უპირობო ლიდერია-ღარიბაშვილი

კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ სამეულში, ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო – გლობალური რეიტინგი – 49-ე ადგილი მსოფლიოში, რეგიონული რეიტინგი – პირველი ადგილი 14 ქვეყანას შორის. მაინტერესებს, თუ იცით, რომელ ადგილზეა უკრაინა, გლობალური რეიტინგი – 74-ე ადგილზე და რეგიონული მეშვიდე ადგილი 14 ქვეყნას შორის. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, მეგობრებო. მოლდოვა – გლობალური რეიტინგი 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგით მეექვსე. აქაც, ანუ მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა