თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა

ნახვები: 624 პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერს მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვებს „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, –  აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი.

„საქართველომ იცის იმ მუდმივი მხარდაჭერის ფასი, რომელსაც ირლანდია უწევს საქართველოს თავისი ევროპული სწრაფვის გზაზე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვაფასებთ ევროპის მეორე ბოლოს ძლიერი ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს გვიჭერთ“, – აცხადებს ზურაბიშვილი ირლანდიის პრეზიდენტ მაიკლ ჰიგინსისადმი მიმართვაში.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყანას გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ვიდეოში, რომელშიც მიმართავს ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი რამდენიმე მიმართვა გაავრცელა, რომელთაც მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა