მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩემი ამოცანა არ არის დამხობა, ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 452 ჩემი ამოცანა არ არის დამხობა, ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ-პაატა მანჯგალაძე

დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მტერმაც და მოყვარემაც დაინახოს, რომ ევროპაში ინტეგრაცია ერთი ჯგუფის ახირება არ არის, ეს არის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციური არჩევანი და ქართული ერი ამ არჩევანის ერთგულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.​

„არ მინდა, აქციაზე დღეს მოსულ ადამიანებს შეექმნათ ცრუ წარმოდგენა, თითქოს ერთი აქციით, რამდენიმე საათიანი დგომით წარმატებას მივაღწევთ. არა, ეს იქნება რუტინა და ჩვენ რამდენიმე აქციის ჩატარება მოგვიწევს, რომ ხელისუფლებამ ნახოს, თუ ისინი აშკარად დაუპირისპირდებიან ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხი ისტორიის სანაგვეზე გაუშვებს. ჩემი ამოცანა არ არის დამხობა და ვინმეს დამარცხება. ჩემი ამოცანაა, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ ნაწილმა, ვისაც ნამდვილად საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნისთვის კარგი უნდა. დანარჩენ ადამიანებს, ვინც რუსულ ჭაობში მიაქანებს საქართველის, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ მათთან არანაირი საერთო არ გვაქვს და ამ ნაწილთან ვერ პოლარიზება დასრულდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა