მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება-კარლ ჰარცელი

ნახვები: 450 ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება-კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით თავის შეფასებას ხვალ გამოაქვეყნებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განხილვის შემდეგ, ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას.

ჰარცელის თქმით, შეფასებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ კიდევ არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია თავის მოსაზრებებს. როგორც მესმის, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ამაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი გასაჯაროვდება. როგორც ვიცით, ეს მოსაზრებები, რომლებიც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, შემდგომ განხილული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება.  ჩემთვის შეუძლებელია, გავაკეთო კომენტარი შეფასებასთან დაკავშირებით დღეს, თუმცა მე ვაპირებ ამასთან დაკავშირებით განცხადების ხვალ გაკეთებას, როდესაც ვიხლავთ მათ გამოქვეყნებულს, ასევე ვაპირებ მათ შესახებ დისკუსიაში წვლილის შეტანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, რომელიც ევროპის მოედანზე დღევანდელ შეკრებაში მონაწილეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა