თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვერ დავიჯერებ, რომ ეს ტექსტი - პუნქტები და აქცენტები ორბელიანის მოედნის სასახლეში მოიხარშა-მირცხულავა ზურაბიშვილის ბრიფინგზე

ნახვები: 628 ვერ დავიჯერებ, რომ ეს ტექსტი - პუნქტები და აქცენტები ორბელიანის მოედნის სასახლეში მოიხარშა-მირცხულავა ზურაბიშვილის ბრიფინგზე

 "მოკლედ - საბოლოოდ ორი აქცენტი და ადრესატია - უმთავრესი გახლავთ ევროკავშირი და ადგილზე ივანიშვილი, თუმცა მისი თემაც უმთავრესის კონტექსტში ჯდება",-წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა  პრეზიდენტის ბრიფინგზე.

 

"ცივი გონებით - პრეზიდენტმა ორი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა, ერთი - ევროსტრუქტურების, მეორე - ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ვერ დავიჯერებ, რომ ეს ტექსტი - პუნქტები და აქცენტები ორბელიანის მოედნის სასახლეში მოიხარშა. 

1. ეს გახლავთ შანსი ბიძინა ივანიშვილისთვის - კომპონენტები ტექსტში იყო;

2. დასახელდა პროცესის შემაფერხებლები და დამაზიანებლები; 

3. გაჟღერდა ხალხის ნება; 

4. 16-ის აქცია, შესაძლოა, უპრიანიცაა და საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს, მით უფრო თუ მასში ელჩებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ვინც არ მივა (პოლიტიკური ძალა) ის ობსტრუქციას ზურაბიშვილს კი არა, ევროპულ არჩევანს მოუწყობს და ესეც საგარეო მოხმარებისთვისაა; 

5. მიმართვა სახელმწიფოების ლიდერებისადმი - არგუმენტებით, ესეც მნიშვნელოვანია და მანდ მთავარია ვინ მიმართავს - "პრეზიდენტი";

6. 20 ივნისზე სავარაუდოდ აქვს რაღაც, ჩვენზე მეტი ინფორმაცია, ამიტომაც მოითხოვა უსაფრთხოება;

7. თუნდაც იტალიაში გამართული ვიზიტი- ცერემონიალებით იძლევა იმის ვარაუდს, რომ მან დღეს ყველაზე მეტად და უკეთ იცის მოლოდინების შესახებ;

8. შარლ მიშელის კონტექსტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი;

9. ურსულა ფონ დერ ლაიენის სენტიმენტების სიმების გამოკვრაც არ გახლდათ ურიგო; 

მოკლედ - საბოლოოდ ორი აქცენტი და ადრესატია - უმთავრესი გახლავთ ევროკავშირი და ადგილზე ივანიშვილი, თუმცა მისი თემაც უმთავრესის კონტექსტში ჯდება. 

იცოდა ტექსტის შინაარსი წინასწარ ივანიშვილმა - ვერ ვივარაუდებ,  თუმცა კის ან არას შემთხვევაში ეს მთლიანად ცვლის მოცემულობას მისი დამოკიდებულების, ვალდებულების, სამომავლო პერსპექტივისა და გნებავთ ქვეყნის კანდიდატის სტატუსის შემაფერხებელი ფაქტორის მოსახსნელად თუ არა, შესარბილებლად. 

ჰო და - არაფერი არ უთქვამს? თქვა! იმედია გამგები გაიგებს აქაც და იქაც. 

(მე არ წავალ 16_ში ვინც ამბობს, რატომ? ფეხსაცმელი გაცვდება? თუ 20_ის აქციაზე გეყოლებათ ელჩები? მე 16_შიც წავალ და 20_შიც)",-წერს მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა