არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ 4 პლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

ნახვები: 671 "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ 4 პლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ 4 პლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" შექმნა. ბლოკის შემადგენლობაში არიან: ენმ, რესპუბლიკური პარტია, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", მოძრაობა "ჩვენ თვითონ" და პარტია "პროგრესი და თავისუფლება".

ბლოკის შემაგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარსდგებიან.

როგორც დღეს, 15 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ენმ-iს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია არა თუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი, მათ შორის, ინტელექტუალური, შეემატა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განმარტებით, ენმ-სთან ერთ ბლოკში იმიტომ გაერთიანდნენ, რომ ენმ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც "ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად აწუხებს". მისი თქმით, ამ გაერთიანებით, დღეს კოალიციური მთავრობისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

"პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც ზიზღი და არც კომპლექსები, არც სიყვარული არაა პოლიტიკა. პოლიტიკა არის პრინციპები და ღირებულებები და საერთო ინტერესები იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. "რესპუბლიკელებმა" გადავწყვიტეთ და დაემთხვა ჩვენი ინტერესები, ერთიანად გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში ენმ-სთან - "ძალა ერთობაშია".

იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებასა და მოსპობაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები. იმიტომ, რომ ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ რესპუბლიკელებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მანდატის ფარგლებში იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა", - განაცხადა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა