მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

პენტაგონის ცნობით, აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება

ნახვები: 473 პენტაგონის ცნობით, აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება

აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად სჭირდება. პენტაგონის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ტაილანდში ვიზიტისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აშშ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი და დაეხმაროს მას წარმატების მიღწევაში. გვყავს მთელ მსოფლიოში პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, რეალურად დაეხმარონ უკრაინას“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრა.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მსოფლიოში ჩვენი პარტნიორების მზარდი ჯგუფი შეიკრიბოს, რათა უზრუნველვყოთ, უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც ახლა სჭირდება, რომ დაიცვას თავი რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმისგან“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა