ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

პრეზიდენტს არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში-თეა წულუკიანი

ნახვები: 481 პრეზიდენტს არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში-თეა წულუკიანი

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით, და ვმსჯელობთ ფაქტებით, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის პარლამენტი არ არის ის ორგანო, რომელიც იღებს გაწევრიანების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ვინც თქვენ, ხანდახან რა თქმა უნდა, უნებლიეთ შეგყავთ შეცდომაში და წარმოაჩენთ ისე, თითქოს ევროკავშირის პარლამენტი წყვეტს წევრობის საკითხს. არა ბატონებო და ქალბატონებო, ევროკავშირის პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საკანონმდებლო ორგანოებისგან შექმნილი ასამბლეა საპარლამენტთაშორისო, რომლებსაც პირდაპირი გზით ირჩევენ ევროკავშირის ამომრჩევლები და სწორედ მათ ეძლევათ ხოლმე ასეთი ფორმით, როგორც ჩვენს პარლამენტში პირდაპირი გზით არჩეული დეპუტატები, ზოგს ასეთი აზრი აქვს, ზოგს ისეთი. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით, და ვმსჯელობთ ფაქტებით, მათ შორის დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის და ბავშვმაც კი, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა. შესაბამისად, დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს, რომელიც ვერ გათავისუფლდება, ვიდრე არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს.

პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის ასი პროცენტით მის ხელში, ამიტომ ველოდებით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი, თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც შეწყალება ჰქვია კრიმინალების, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს თუ ქართველი ერი მას ამისთვის მოსთხოვს პასუხს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა