მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ერთ კონტექსტში, სააკაშვილის, გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება, პოლიტიკური უმსგავსობაა - მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 447 ერთ კონტექსტში, სააკაშვილის, გვარამიას და ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება, პოლიტიკური უმსგავსობაა - მიხეილ სარჯველაძე

"რამდენიმე ფრაგმენტი იყო, ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადებაში, ისეთი, რომელიც შეიძლება, ყურადღებას იქცევდეს. მათ შორის, ცალკეულ ადამიანებს შორის გაჩნდა გარკვეული "ენთუზიაზმი", რომ თითქოსდა პრეზიდენტი აპირებდეს შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, ეს არ არის, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი და შემდეგ, თვითონაც განმარტა," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებაში იყო პოლიტიკური უმსგავსობა, როდესაც ის ერთ კონტექსტში საუბრობდა სააკაშვილზე, გვარამიაზე და ბიძინა ივანიშვილზე.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ნაწილს, შეფასებების, რომელშიც ერთ კონტექსტშია მოხსენიებული  სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. ეს უბრალოდ უმსგავსობაა, პირდაპირ ვამბობ პოლიტიკური უმსგავსობაა. იმიტომ, რომ არავითარი ლოგიკა, ახსნა, ეთიკა ამ ყველაფერს არ გააჩნია და შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ამას რაიმე დასაყრდენი ჰქონდეს," - განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე, მან ურჩია პრეზიდენტს, თუ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი აქვს, თუ ვინ უშლის ხელს დიპლომატიური ფუნქციის შესრულებაში, საზოგადოებას წარუდგინოს.

"რაც შეეხება, ბოლო საკითხს,  პრეზიდენტს თუ უშლის ვინმე ხელს დიპლომატიური ფუნქციების შესრულებაში, არ მგონია, ამ შემთხვევაში, მართებული იყოს ასე საკითხის დაყენება. თუ მას სურვილი აქვს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე მას ხელს უშლის, მაშინ უნდა დაასაბუთოს ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ასე არ აღმოჩნდება და ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხულია პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა მთავრობის მისამართით. ალბათ, საზოგადოებაც დასვამს კითხვას, თუ ვინ ვის რაში უშლის ხელს და მე ვფიქრობ, აღმოჩნდება, რომ არაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. შესაძლოა, ხელშეწყობის მეტი ვერავინ ვერაფერი ნახოს ამ მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა